დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის №240 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 56 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/02/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 23, 26/02/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №56
2010 წლის 23 თებერვალი
ქ. თბილისი
,,საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის №240 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ
მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ,,საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის №240 დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:
„მუხლი 21.
,,საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვები არ გავრცელდეს უცხოეთიდან მიღებული კრედიტებისა და გრანტების ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე, პროგრამებსა და ღონისძიებებზე, აგრეთვე, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებზე.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები