„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 48
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 27/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016248
48
27/12/2017
ვებგვერდი, 28/12/2017
300280000.16.009.016248
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №48

2017 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

   „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, 42-ე და 43-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში (სსმ III, 2008 წლის 8 დეკემბერი,  №175  მუხ.1791, სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.16.009.012.460) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-7  მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სს „თელასის“ მიერ გამანაწილებელი ქსელით ელექტროენერგიის გატარების ტარიფები:

ა)

220/380 ვოლტი

-

6.472    თეთრი/კვტსთ;

ბ)

3,3-6-10 კილოვოლტი

-

2.712    თეთრი/კვტსთ;

გ)

35-110  კილოვოლტი

-

2.058     თეთრი/კვტსთ;.“

 

2. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8.   სს „თელასის” ელექტროენერგიის განაწილების ტარიფები

ა)

220/380 ვოლტი

-

6.472    თეთრი/კვტსთ;

ბ)

3,3-6-10 კილოვოლტი

-

2.712    თეთრი/კვტსთ;

გ)

35-110  კილოვოლტი

-

2.058     თეთრი/კვტსთ;.“.

 

3. მე-10 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ა“–„ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა)

220/380 ვოლტი (არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი)

-

18.067  თეთრი/კვტსთ;

ბ)

3,3-6-10 კილოვოლტი

-

14.307 თეთრი/კვტსთ;“;

 

 

 

 

        ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ)

35-110  კილოვოლტი

-

13.653 თეთრი/კვტსთ.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნის და ელექტროენერგიის რაციონალური გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, სს „თელასის“ აბონენტებისათვის, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის (მოსახლეობისათვის) 220/380 ვოლტ ძაბვაზე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით ელექტროენერგიის შესასყიდი ზღვრული ტარიფები (30 კალენდარულ დღეში):

ა)

101 კვტსთ-ის ჩათვლით

-

12.325 თეთრი/კვტსთ;

ბ)

101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით

-

15.725 თეთრი/კვტსთ;

გ)

301 კვტსთ-დან და მეტი

-

19.525 თეთრი/კვტსთ.".

 

მუხლი 2
1. დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან და მისი მოქმედების ვადა განისაზღვროს 2021 წლის 1 იანვრამდე.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან და მისი მოქმედების ვადა განისაზღვროს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის N1187-IIს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ლ1“ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე.


საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიმაია მელიქიძე
კომისიის წევრიგოჩა შონია