დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2017 წლის 20 იანვრის №01/105 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 208/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.017459 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2017 წლის 20 იანვრის №01/105 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (ქუთაისი, 7 დეკემბერი 2017 წ. N1620-რს) მე-2 მუხლის მე-4 და მე-10 პუნქტების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2017 წლის 20 იანვრის №01/105 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 25/01/2017; სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.055.016058) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების: |
1.
პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ცენტრი არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელზეც სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.“. |
2.
მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ცენტრის მართვას ახორციელებს ცენტრის უფროსი (შემდგომში – უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).“. |
3.
მე-8 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;“; ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. სამინისტროს უარი ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები