„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 49
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 27/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016249
49
27/12/2017
ვებგვერდი, 28/12/2017
300280000.16.009.016249
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №49

2017 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, 42-ე და 43-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში (სსმ III, 8.12.2008 №175, სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.16.009.012.460) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-7  მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სს   „ენერგო–პრო ჯორჯიას” მიერ გამანაწილებელი ქსელით ელექტროენერგიის გატარების  ტარიფები:  

ა) 220/380 ვოლტი                      -           7.332     თეთრი/კვტსთ;

ბ) 3,3-6-10 კილოვოლტი           -           3.237     თეთრი/კვტსთ;

გ) 35-110  კილოვოლტი             -           2.058     თეთრი/კვტსთ;“

2. მე-9 მუხლი ამოღებულ იქნეს.
3. 91 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 91.  სს „ენერგო-პრო ჯორჯიას” ელექტროენერგიის განაწილების ტარიფები

ა) 220/380 ვოლტი                      -           7.332    თეთრი/კვტსთ;

ბ) 3,3-6-10 კილოვოლტი           -           3.237   თეთრი/კვტსთ;

გ) 35-110  კილოვოლტი            -           2.058   თეთრი/კვტსთ;.“

4. მე-11 მუხლი ამოღებულ იქნეს.
5. 111 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) „ა“–„ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) 220/380 ვოლტი (არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი) - 17.867  თეთრი/კვტსთ;

ბ) 3,3-6-10 კილოვოლტი          -           13.772  თეთრი/კვტსთ;“

ა.ბ)   „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ)       35-110  კილოვოლტი            -           12.593 თეთრი/კვტსთ.”

ბ) მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.   მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნის და ელექტროენერგიის რაციონალური გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს რეგიონებში (სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებისათვის) საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის (მოსახლეობისათვის) 220/380 ვოლტ ძაბვაზე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით ელექტროენერგიის შესასყიდი ზღვრული ტარიფები (30 კალენდარულ დღეში):

ა)    101 კვტსთ-ის ჩათვლით -           12.065 თეთრი/კვტსთ;

ბ)    101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით - 15.435 თეთრი/კვტსთ;

გ)    301 კვტსთ-დან და მეტი       -           19.265 თეთრი/კვტსთ.“.

მუხლი 2
1. დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე–5 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან და მისი მოქმედების ვადა განისაზღვროს 2021 წლის 1 იანვრამდე.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე–5 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან და მისი მოქმედების ვადა განისაზღვროს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის N1187-IIს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის „ლ1“ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიმაია მელიქიძე
კომისიის წევრიგოჩა შონია