დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №424 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 488 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200250000.22.033.017051 |
|
„სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №424 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №424 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/12/2014, სარეგისტრაციო კოდი 200250000.22.033.016708) დამტკიცებულ „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ” ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
მე- 2 მუხლის:
ა) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ა1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: ა1) პირველადი დოკუმენტი – ოპერაციის მოხდენის ფაქტის დამადასტურებელი ბუღალტრული აღრიცხვის პირველადი დოკუმენტი;“; ბ) „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) წინასწარი გადახდა – ანგარიშსწორება ოპერაციის მოხდენამდე; ე) წინასწარი გადახდის დამოწმება - წინასწარ გადახდილი სახსრებით განხორციელებული ოპერაციის დადასტურება დარიცხვით.“. |
2.
მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. საბიუჯეტო სახსრების გადახდის პროცედურები 1. ორგანიზაცია შესაბამისი ბიუჯეტით განსაზღვრული გადასახდელების დასაფინანსებლად სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში ახორციელებს შემდეგ პროცედურებს, თუ ამ ინსტრუქციით ან მოქმედი კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული: ა) განათავსებს ინფორმაციას გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ; ბ) არეგისტრირებს ვალდებულების დოკუმენტს; გ) განათავსებს პირველად დოკუმენტს; დ) აღიარებს ოპერაციას (სტანდარტული/წინასწარი გადახდის) დარიცხვით; ე) არეგისტრირებს საგადახდო მოთხოვნას. 2. სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში ორგანიზაციის მიერ შეტანილი მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება ორგანიზაციას.“. |
3.
მე-5 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს „21 “ პუნქტი შემდეგი რედაქციით: „21. ვადაგადაცილებული დავალიანებების დაფარვის შემთხვევაში ორგანიზაცია ვალდებლებაში მიუთითებს დავალიანების თაობაზე.“; ბ) მე- 5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსახორციელებელ საკონტროლო და სხვა შესყიდვების ნაღდი ანგარიშსწორებისთვის, ინტერნეტით განსახორციელებელ შესყიდვებზე, სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალის გასაზრდელად, წარმომადგენლობით ხარჯებზე, ექსტრადიციისა და ბადრაგირების, ძალოვანი სტრუქტურებისათვის როტაციის წესით საზღვარგარეთ მივლინებულ თანამშრომელთა გამგზავრებისა და მოწყობის ხარჯებისათვის, ასევე სხვა გადახდებზე, რომელიც ამ ინსტრუქციით არ რეგულირდება, ვალდებულების აღება შესაძლებელია ორგანიზაციის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე.“. |
4.
მე-6 მუხლის:
ა) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) სახელმწიფო ერთეულების მიზეზით ფიზიკური ტრამვირებისა თუ ქონებრივი ზარალის ასანაზღაურებლად, აგრეთვე დაღუპვის შემთხვევაში გადასახდელი ფულადი კომპენსაციები;“; ბ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) სტიქიური უბედურებების შედეგად მიყენებული ზიანის ან მიღებული ტრავმების ფულადი კომპენსირების მიზნით განსახორციელებელი გადახდები;“; გ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) კანონმდებლობით დადგენილი პერიოდული გასაცემლები: “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, პარტიების საქმიანობისათვის ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ პარტიებისთვის/საარჩევნო სუბიექტებისთვის დადგენილი დაფინანსებება;“; დ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პ) საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთა, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოს წევრთა ბიუროს და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები;“; ე) „ჟ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. |
5.
მე - 7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. ვალდებულების დოკუმენტის განხილვა და დადასტურება 1. ორგანიზაცია სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სიტემაში არეგისტრირებს ამ ინსტრუქციის მე-5 და მე-6 მუხლების შესაბამისად შედგენილ ვალდებულების დოკუმენტს. 2. სახელმწიფო ხაზინა განიხილავს წარმოდგენილი დოკუმენტაციის ამ ინსტრუქციის მოთხოვნებთან შესაბამისობას და ადასტურებს ხაზინის საინფორმაციო ბაზაში. არასრულყოფილი დოკუმენტაცია უბრუნდება ორგანიზაციას. 3. დადასტურებული ვალდებულების გადატანა სხვა მუხლში, ასევე ერთი ვალდებულებით გაცემული სახსრების სხვა ვალდებულების დასაფინანსებლად გამოყენება დაუშვებელია. 4. ორგანიზაცია უფლებამოსილია სრულად ან ნაწილობრივ გააუქმოს დადასტურებული ვალდებულება. 5. ორგანიზაცია უფლებამოსილია შეიტანოს ცვლილება დადასტურებულ კვარტალურ განაცხადში.“. |
6.
მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს 71 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 71. პირველადი დოკუმენტი და ოპერაციის აღიარება 1. ორგანიზაცია სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სიტემაში პირველად დოკუმენტს არეგისტრირებს ხელშეკრულების საფუძველზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 2. ორგანიზაცია, სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სიტემაში წარადგენს ინფორმაციას საქონლის/მომსახურების/სამუშაოს შესყიდვის მიზნით განსახორციელებელ გადახდებზე, გარდა გრიფით „საიდუმლო“, კვარტალური განაცხადის ფორმით რეგისტრირებული ვალდებულებების შესაბამისი, საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურების და დაფარვის და საწესდებო კაპიტალის ფორმირების/გაზრდის მიზნით განსახორციელებელი გადახდებისა. 3. საქონლის/მომსახურების/სამუშაოს შესყიდვის მიზნით განსახორციელებელ გადახდებზე ინფორმაციის წარსადგენად ორგანიზაციის მიერ სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში ივსება შემდეგი რეკვიზიტები: ა) საქონლის/მომსახურების/სამუშაოს დასახელების შესაბამისი სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში განთავსებული შესყიდვების ერთიანი ლექსიკონის CPV-კოდების იერარქიული კატეგორია; ბ) საქონლის/მომსახურების/სამუშაოს დასახელების შესაბამისი CPV-კოდის კატეგორიის/ ქვეკატეგორიის არარსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია არჩეულ იქნეს უფრო ზედა იერარქიული კატეგორია, რის შესახებაც მიეთითება „შენიშვნის“ ველში; გ) სამშენებლო/სარემონტო სამუშაოს შესყიდვისას, შესაძლებელია არჩეულ იქნეს სამუშაოს შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული აქტივების (მანქანა-დანადგარების) შესაბამისი CPV-კოდის სხვა კატეგორია, რის შესახებაც მიეთითება „შენიშვნის“ ველში; დ) რაოდენობა (თუ შეუძლებელია საქონლის/მომსახურების/სამუშაოს ფიზიკური ზომის ერთეულის განსაზღვრა, ზომის ერთეულად ეთითება „0“); ე) ერთეულის ფასი; ვ) თანხა ლარებსა და თეთრებში. ზ)სამშენებლო/სარემონტო სამუშაოს შესყიდვისას, საქონლის/მომსახურების/სამუშაოს დასახელების შესაბამისი CPV-კოდის კატეგორიის/ქვეკატეგორიის არარსებობის შემთხვევაში, ზედა იერარქიული კატეგორიის ან სხვა კატეგორიის CPV-კოდის დამატება მოხდეს „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანებით დამტკიცებული „შესყიდვების ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის“, საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის და სამეურნეო ოპერაციის ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების მეთოდოლოგიის შესაბამისად. 4. ორგანიზაცია მივლინების ხარჯებზე განსახორციელებელ გადახდებზე (გარდა გრიფით „საიდუმლო“) წარადგენს ინფორმაციას მივლინების ხარჯებზე განსახორციელებელ გადახდებზე. ინფორმაციის წარსადგენად, ორგანიზაციის მიერ სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში ივსება შემდეგი რეკვიზიტები: ა) მივლინების იდენტიფიკაციის სისტემაში არსებული კოდი; ბ) სამართლებრივი აქტის დასახელება, ნომერი და თარიღი; გ) მივლინებული პირი; დ) მივლინების ადგილი (ქვეყანა, ქალაქი); ე) მივლინების ხანგრძლივობა; ვ) ხარჯის ტიპი შემდეგი კატეგორიების მიხედვით: ვ.ა) მგზავრობის ხარჯი; ვ.ბ) საცხოვრებელი ადგილის ხარჯი; ვ.გ) დღიური ნორმის ხარჯი; ვ.დ) მივლინების დროს წარმომადგენლობითი ხარჯი; ვ.ე) მივლინებული მოსამსახურის სავალდებულო დაზღვევის ხარჯი; ვ.ვ) პასპორტის ღირებულება; ვ.ზ) სხვა დოკუმენტების, მ.შ. ვიზის ხარჯი; ვ.თ) მივლინებასთან დაკავშირებული სხვა დანარჩენი ხარჯი; ვ.ი)კანონმდებლობით დადგენილ პირებზე მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის ხარჯი; ზ) თანხა ლარში თითოეული კატეგორიის მიხედვით. 5. მივლინების ხარჯების წინასწარი გადახდის შემთხვევაში ივსება ხარჯის თითოეული ტიპის სავარაუდო მოცულობა, (გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯების ანგარიშის გახსნისა და კორპორაციული ბარათების დამზადების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად განხორციელებული გადახდებისა). 6. მივლინების ხარჯებზე განსახორციელებელ გადახდებზე ორგანიზაციის მიერ სახელმწიფო ხაზინას, ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია, სახაზინო სამსახურის უფროსის თანხმობის შემთხვევაში, შესაძლებელია წარედგინოს ჯამურად მთლიან ჯგუფზე, დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით ერთი და იმავე მიზნით და ერთი და იმავე დანიშნულების ადგილზე მოსამსახურეთა მივლინებისას. 7. მივლინების ხარჯებზე ინფორმაცია არ წარედგინება სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილეთა გრძელვადიანი მივლინების შემთხვევაში, ასევე ორგანიზაციის დასაბუთებულ წერილობით მოთხოვნაზე სახაზინო სამსახურის უფროსის თანხმობის შემთხვევაში, მოსამსახურეთა ჯგუფური ან/და ცალკეულ მოსამსახურეთა სისტემატური ხასიათის მივლინებების დროს. 8. ორგანიზაცია სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სიტემაში სისტემაში განათავსებს მატერიალური ფორმით არსებული პირველადი დოკუმენტის ელექტრონულ ვერსიას (გარდა საიდუმლო დოკუმენტაციისა). 9. სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში განთავსებული ბუღალტრული ოპერაციების ცნობარიდან ირჩევს შესაბამის ოპერაციას. 10. ორგანიზაცია სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სიტემაში აღიარებს ოპერაციას დარიცხვით. 11. ორგანიზაცია უფლებამოსილია სისტემაში განათავსოს პირველადი აღრიცხვის დოკუმენტის დანართი ფორმების ელექტრონული ვერსია. 12. სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში მონაცემთა დაზუსტების მიზნით შესაძლებელია პირველადი დოკუმენტებისა და ოპერაციების აღიარების ცვლილება ან/და დაზუსტება.“. |
7.
მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. საგადახდო მოთხოვნის დოკუმენტის მომზადება 1. ორგანიზაცია საგადახდო მოთხოვნას (დანართი №4) ადგენს ოპერაციის მოხდენის შემდეგ (გარდა წინასწარი გადახდებისა), სადაც მიეთითება ოპერაციის მოხდენის დამადასტურებელი დოკუმენტი და მოთხოვნილი თანხა რეგისტრირებული ვალდებულების და დარიცხვის ფარგლებში. 2. ერთ ვალდებულებაზე და ერთ დარიცხულ ოპერაციაზე შეიძლება შედგეს რამდენიმე საგადახდო მოთხოვნა. 3. ჩანაცვლებით შესყიდვის შემთხვევაში მიეთითება „ჩანაცვლება“.“. |
8.
მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. წინასწარი გადახდა 1. წინასწარი გადახდის შემთხვევაში ანაზღაურების ფორმად მიეთითება „წინასწარი გადახდა” და წინასწარი გადახდის დამოწმების ვადა ხელშეკრულების ან/და შესაბამისი საბანკო გარანტიის მოქმედების ფარგლებში. 2. წინასწარი გადახდის დამოწმება ხორციელდება საგადახდო მოთხოვნით გათვალისწინებულ ვადაში, საგადახდო მოთხოვნით განსაზღვრული თანხის ფარგლებში. ერთ მოთხოვნაზე შეიძლება შედგეს რამდენიმე დამოწმება. 3. ორგანიზაცია ვალდებულია, მივლინების დასრულებიდან 65 კალენდარული დღის ვადაში, განახორციელოს მივლინების ხარჯის ტიპებზე გაწერილი სავარაუდო მოცულობების დაზუსტება (თუკი ფაქტობრივი მონაცემები განსხვავდება წინასწარ შევსებული ინფორმაციისაგან) და მივლინების ხარჯების დამოწმება. მივლინების ხარჯის ტიპების დადგენილ ვადაში დაუმოწმებლობის შემთხვევაში, სახელმწიფო ხაზინა ორგანიზაციას შეუჩერებს ახალი ვალდებულების/განაცხადის რეგისტრაციას, გარდა შრომის ანაზღაურებისა და სოციალური დანიშნულების გადახდებისა. 65 დღის ვადაში მივლინების ხარჯის ტიპების დაუმოწმებლობის შემთხვევაში ახალი ვალდებულების რეგისტრაცია შესაძლებელია სახელმწიფო ხაზინის უფროსის გადაწყვეტილებით. სხვა, დანარჩენი დანიშნულების გადახდების დაუმოწმებლობის შემთხვევაში, სახელმწიფო ხაზინა შეაჩერებს იმავე კლასიფიკაციის მუხლით ახალი ვალდებულების აღებას. “. |
9.
მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. სახელმწიფო ხაზინის მიერ საგადახდო მოთხოვნის განხილვა და დადასტურება 1. ორგანიზაცია სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სიტემაში არეგისტრირებს საგადახდო მოთხოვნას, რომელსაც სახაზინო სამსახური ადასტურებს აღებული ვალდებულების და დარიცხული ოპერაციის ფარგლებში. 2. არასრულად ან/და არასწორად შევსებული საგადახდო მოთხოვნა უბრუნდება ორგანიზაციას. 3. სავალუტო ოპერაციის განსახორციელებლად ორგანიზაციამ კონვერტაციის მოთხოვნა სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში უნდა წარადგინოს ოპერაციის წინა სამუშაო დღეს. ლარის კონვერტაცია უცხოურ ვალუტაში და სავალუტო გადარიცხვა სრულდება შემდეგი წესით: ორგანიზაცია, საოპერაციო დღის განმავლობაში, სახელმწიფო ხაზინას წარუდგენს კონვერტაციის საგადახდო მოთხოვნას წარდგენის დღის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 17:00 სთ-ზე, მომდევნო დღის ოფიციალურ გაცვლით კურსის დადგენის შემდეგ, სახელმწიფო ხაზინა გადაიანგარიშებს ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ კონვერტაციის საგადახდო მოთხოვნაში ლარში დაფიქსირებულ თანხას. შედეგად, თუ კონვერტაციის საგადახდო მოთხოვნაში დაფიქსირებული ლარის თანხა შესაბამისი ვალდებულების ან შესაბამისი ასიგნების ოდენობის ფარგლებშია, კონვერტაციის საგადახდო მოთხოვნა იგზავნება ეროვნულ ბანკში შესასრულებლად. თუ კონვერტაციის მოთხოვნაში დაფიქსირებული ლარის თანხა აღემატება შესაბამისი ვალდებულების ან შესაბამისი ასიგნების ოდენობას, კონვერტაციის მოთხოვნა უბრუნდება ორგანიზაციას შეუსრულებლად. სახელმწიფო ხაზინის მიერ მოთხოვნილი კონვერტაცია ეროვნული ბანკის მიერ სრულდება და ვალუტის თანხა სახელმწიფო ხაზინის მულტისავალუტო ანგრიშზე აისახება მომდევნო სამუშაო დღეს. ორგანიზაცია სავალუტო საგადახდო დავალებას აგზავნის სახელმწიფო ხაზინაში კონვერტაციის მოთხოვნის მომდევნო სამუშაო დღეს. კონვერტაციის მოთხოვნები ორგანიზაციის საკასო ხარჯში აისახება ეროვნული ბანკის მიერ კონვერტაციის შესრულების თარიღით. 4. საქონლის/მომსახურების/სამუშაოს შესყიდვის მიზნით განსახორციელებელ გადახდებზე და მივლინების ხარჯებთან დაკავშირებით განსახორციელებელ გადახდებზე ინფორმაციის დადგენილი ფორმით წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სახელმწიფო ხაზინა ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი საგადახდო მოთხოვნით გადახდას არ განახორციელებს.“. |
10.
მე-11 მუხლი ამოღებულ იქნას. |
11.
მე- 12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. დავალიანების დაფარვა ბუღალტრული ანგარიშგების (ბუღალტრული ბალანსის) მონაცემებით რიცხული ვადაგადაცილებული დავალიანების დაფარვა ხდება ორგანიზაციის მიერ ამ ინსტრუქციით აღებული ვალდებულების ფარგლებში დავალიანების დაფარვის გზით. წინა წლის ელექტრონული ხაზინის სისტემაში ორგანიზაციას ვალდებულებების რეგისტრაციის საშუალება ეძლევა ბუღალტრული/ფინანსური ანგარიშგების დამტკიცებამდე, მაგრამ არაუგვიანეს მიმდინარე წლის 1 აპრილისა.“. |
12.
მე -13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების გადახდები ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების, ასევე მათ მიერ დაფუძნებული/კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ-ები და ა(ა)იპ-ების ბიუჯეტების ფარგლებში განსახორციელებელი გადახდებისათვის ხელშეკრულებებს, ვალდებულებებს და საგადახდო მოთხოვნებს ორგანიზაცია აგზავნის შესაბამის საფინანსო ორგანოში, რომლის მიერაც ხდება საგადახდო დოკუმენტების განხილვა და გაგზავნა სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში გაგზავნა. |
| მუხლი 2 |
ამ ბრძანების მოქმედება არ გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები