დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/01/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/01/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/08/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100110000.22.038.016934 |
|
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 20/10/2015, 100110000.22.038.016553) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. ბრძანებით დამტკიცებული დებულების: ა) მე-10 მუხლის: ა.ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „4. სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შუამდგომლობით საბჭოს მიმართავს მსჯავრდებული, მისი დამცველი ან კანონიერი წარმომადგენელი. შუამდგომლობას შესაძლებელია ახლდეს დამატებითი დოკუმენტაცია.“; ა.ბ) მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. თუ მსჯავრდებული, მისი დამცველი, კანონიერი წარმომადგენელი საბჭოს წარუდგენს შუამდგომლობას სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე და საბჭო ზეპირი მოსმენის გარეშე სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას საკითხის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ, მსჯავრდებული, მისი დამცველი, კანონიერი წარმომადგენელი ან ახლო ნათესავი, ვალდებულია ზეპირი მოსმენით სხდომის გამართვამდე, საბჭოს წარუდგინოს ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების დაზიანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების საბანკო გარანტია/სააგენტოს სპეციალურ სადეპოზიტო ანგარიშზე შესაბამისი თანხის განთავსების დამადასტურებელი დოკუმენტი/აპარატურის დაზღვევის შესახებ შესაბამისი სადაზღვევო პოლისი, „შინაპატიმრობის აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 28 დეკემბრის №146 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის შესაბამისად.“; ბ) მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საბჭო გადაწყვეტილებას მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით შეცვლის შესახებ იღებს მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში (დანართი №2 და დანართი №3).“. 2. ბრძანებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს დანართი №3 თანდართული რედაქციით:
„დანართი №3
ო ქ მ ი მსჯავრდებულისათვის უფლება-მოვალეობების გაცნობისა და წერილობითი თანხმობის მიღების შესახებ
____ _______________ ______ ____________________ (თარიღი) (ადგილი)
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს __________________________ ____________________________ ადგილობრივი საბჭოს ზეპირი მოსმენის სხდომაზე მსჯავრდებულ _______________________________ განემარტა სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის შემთხვევაში შინაპატიმრობის შესრულების წესი და მსჯავრდებულის მოვალეობები, კერძოდ:
1. შეასრულოს პრობაციის ოფიცრის კანონიერი მოთხოვნები; 2. არ დატოვოს საცხოვრებელი ადგილი ადგილობრივი საბჭოს მიერ განსაზღვრულ დღე-ღამის საათებში; 3. თუ შინაპატიმრობის აღსრულება მიმდინარეობს ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენებით: ა) ხელი შეუწყოს ელექტრონული ზედამხედველობის აპარატურის დამონტაჟებას; ბ) სასჯელის აღსრულების პერიოდში არ მოიხსნას მასზე დამაგრებული სამაჯური; გ) არ დააზიანოს ელექტრონული ზედამხედველობის აპარატურა (მიმღები და გადამცემი). 4. პრობაციის ოფიცრის მოთხოვნის შემთხვევაში, მისცეს ოფიცერს ახსნა-განმარტება თავისი საქმიანობის შესახებ. მსჯავრდებულს ასევე განემარტა, რომ შინაპატიმრობის აღსრულება რეგულირდება „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსისა და „შინაპატიმრობის აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 28 დეკემბრის №146 ბრძანებით გათვალისწინებული ნორმებით. შინაპატიმრობის აღსრულების რეჟიმი გულისხმობს სამართლებრივი აქტით დადგენილ, დღე-ღამის შესაბამის პერიოდში, მსჯავრდებულის საცხოვრებელ ადგილზე მის უწყვეტად ყოფნის ვალდებულებას. მსჯავრდებულის მიერ რეჟიმის არასაპატიო მიზეზით დარღვევა, რაც გამოიხტება შინ ყოფნის ვალდებულების არაუმეტეს ერთი საათის ვადით დარღვევაში, გამოიწვევს მსჯავრდებულის გაფრთხილებას. „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 121 მუხლით დადგენილი საპატიო გარემოების გამო, რეჟიმის მოსალოდნელი დარღვევის შემთხვევაში, მსჯავრდებული/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია დაუყოვნებლივ ან ამგვარი გარემოების წარმოშობიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, წერილობით, წინმსწრებად აცნობოს ბიუროს და წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი. რეჟიმის დარღვევის საპატიო გარემოების არსებობის შესახებ, მსჯავრდებულის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წინმსწრებად ობიექტური მიზეზით, ბიუროს ინფორმირების შეუძლებლობის შემთხვევაში მსჯავრდებული/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია, რეჟიმის დარღვევიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ბიუროს წერილობით მიაწოდოს ინფორმაცია დარღვევის საპატიო გარემოების არსებობის შესახებ. სასამართლოსათვის წარდგინებით მიმართვის საფუძველია:
მსჯავრდებულის მიერ შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით აღსრულებისათვის ამ წესით დადგენილი საფასურის გადახდაზე წინასწარ უარის თქმა, დადგენილი პერიოდულობით გადაუხდელობა, დაგვიანებით გადახდა ან/და ნაწილობრივ გადახდა, შეიძლება ასევე გახდეს წარდგინებით სასამართლოსათვის მიმართვის საფუძველიю მსჯავრდებულმა „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-19 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად განაცხადა თანხმობა სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე.
მსჯავრდებულის სახელი, გვარი და ხელმოწერა ___________________________________ ადგილობრივი საბჭოს თავმჯდომარის სახელი, გვარი და ხელმოწერა ______________________________________“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები