„მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობის გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ” 2016 წლის 16 სექტემბრის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობის გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ” 2016 წლის 16 სექტემბრის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
მიღების თარიღი 27/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 290160000.60.072.016036
28
27/12/2017
ვებგვერდი, 29/12/2017
290160000.60.072.016036
„მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობის გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ” 2016 წლის 16 სექტემბრის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
 

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №28

2017 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობის გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ” 2016 წლის 16 სექტემბრის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 2013 წლის 2 მაისის საქართველოს მთავრობის №102 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის „ე“ და „ლ“ ქვეპუნქტების და ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობის გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ” 2016 წლის 16 სექტემბრის №16 ბრძანებით დამტკიცებული  მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობის გაანგარიშების წესის“  პირველი მუხლის მე-4 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს   შემდეგი რედაქციით:

 „4. მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობა სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე უნდა აღემატებოდეს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 25 დეკემბრის   №27 ბრძანებით „საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” განსაზღვრულ კაპიტალის მინიმალურ ოდენობას".

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.


სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსიკონსტანტინე სულამანიძე