სს „ტრაქტების“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების შესახებ

  • Word
სს „ტრაქტების“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები ს.ს."ტრაქტები"
მიღების თარიღი 27/12/2017
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2017
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
27/12/2017
ვებგვერდი, 29/12/2017
სს „ტრაქტების“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების შესახებ
ს.ს."ტრაქტები"

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

სს „ტრაქტების ” აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების შესახებ

სს „ტრაქტების ” სამეთვალყურეო საბჭო და გენერალური დირექტორი მერაბ ყვავაძე საზოგადოების აქციონერებს გიწვევთ სს „ტრაქტების ” აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაზე. რომელიც გაიმართება 2018 წლის 25 იანვარს დღის 4.00 საათზე ქ. თბილისში, გულიას ქ. №1 (ადმინისტრაციული შენობა, II სართული).

სს „ტრაქტების ” აქციონერთა კრების სააღრიცხვო დღე დადგინდეს 2017 წლის 25 დეკემბერი. საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება, ხმის უფლება და სხვა მონაცემები აქციონერებს შეუძლიათ შეამოწმონ სს „საქართველოს რეგისტრატორში ” მისამართზე: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 74ა. ტელ.: 2-22-53-51;

საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება აქვთ აქციონერებს, რომლებსაც აქციებზე საკუთრების უფლება ჰქონდათ სააღრიცხვო დღისათვის.  

დამატებითი ინფორმაციისათვის აქციონერებს შეუძლიათ მიმართონ სს „ტრაქტების ” ადმინისტრაციას მისამართზე: თბილისი, გულიას ქ. №1 (ადმინისტრაციული შენობა, II სართული), ტელ.: 2-72-26-62;

1. სს „ტრაქტების ” აქციონერთა საერთო კრებაზე დღის წესრიგში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

2. სს „ტრაქტების ” კრედიტორის ვალების გასტუმრების ღონისძიებების შესახებ;

3. სს „ტრაქტების” ქონების შეფასების დოკუმენტების განხილვა;

4. სხვადასხვა მიმდინარე საკითხების განხილვა.

 

სს „ტრაქტების ” სამეთვალყურეო საბჭოს და დირექტორ(ებ)ის რეკომენდაციები:

აქციონერებს, რომლებსაც სურთ დღის წესრიგში დამატებითი საკითხების განხილვა, საერთო კრების ჩატარებამდე 10 დღით ადრე გთხოვთ წერილობით აცნობოთ სს „ტრაქტების ” ადმინისტრაციას.

აქციონერებს გთხოვთ დაესწროთ საერთო კრებას და დაუჭიროთ მხარი დღის წესრიგის საკითხების დადებითად გადაწყვეტას.

 

სს „ტრაქტების ” სამეთვალყურეო საბჭო და გენერალური დირექტორი