„ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის - პირველადი სტრუქტურული ერთეულის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის - პირველადი სტრუქტურული ერთეულის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 39
დოკუმენტის მიმღები ხულოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/12/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.136.016259
39
28/12/2017
ვებგვერდი, 05/01/2018
010260020.35.136.016259
„ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის - პირველადი სტრუქტურული ერთეულის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხულოს მუნიციპალიტეტი
 

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №39

2017 წლის 28 დეკემბერი

დაბა ხულო

 

„ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო :

მუხლი 1. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის  სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №22 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 14/11/2017 წ., 010260020.35.136.016242) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ;

2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

მუხლი 1. დამტკიცდეს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულება თანდართული დანართის მიხედვით “.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

 

დანართი

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური წარმოადგენს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს , რომელიც ახორციელებს ზედამხედველობას ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე , ადგილობრივი თვითმართველობისათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში .

2. სამსახური თავისსაქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს : საქართველოს კონსტიტუციით , „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებსაქართველოს ორგანული კანონით , საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით , პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით ასევე სხვა საკანონმდებლო, კანონქვემდებარე აქტებითა და წინამდებარე დებულებით .

3. სამსახური შექმნილიაადგილობრივი თვითმმართველობის შესახებსაქართველოს ორგანული კანონისა და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შესაბამისად .

4. სამსახურის სრული დასახელებაა : ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური .

5. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სამსახურში შემავალი განყოფილებისაგან .

6. სამსახური ანგარიშვალდებულია ხულოს მუნიციპალიტეტის მერის წინაშე .

7. სამსახურს აქვს ბლანკი და ბეჭედი საკუთარი დასახელების აღნიშვნით .

8. სამსახურის დაფინანსების წყაროა ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი .

9. სამსახურის იურიდიული მისამართია დაბა ხულო, ტბელ აბუსერისძის ქუჩა №1.

მუხლი 2. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

1. სამსახურის ძირითადი ამოცანებია :

)მუნიციპალიტეტში შემავალი დაბისა და სოფლების გარე იერსახეზე , საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე , გარე რეკლამის განთავსების დარღვევის ფაქტების გამოვლენადა მათ შესაბამისობა მოყვანაზე , გარე ვაჭრობისა და ავტომანქანების პარკირების წესების დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელება;

) სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დაცვაზე , წარმოებული სამშენებლო ნაკეთობების , კონსტრუქციების არქიტექტურულ სამშენებლო პროექტთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობა ;

) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული წარმოება -დაწესებულებების , ორგანიზაციების , იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე ზედამხედველობა ;

) უკანონო , ამორტიზებული შენობა -ნაგებობების , ასევე ჯიხურების , ავტოფარეხების და სხვა უსახური შენობა -ნაგებობების დემონტაჟის ორგანიზება და დემონტაჟის განხორციელებაზე ზედამხედველობა;

) მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე და კანონმდებლობის შესაბამისად , მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს შესაბამისი აქტის საფუძველზე ცალკეული დავალებების შესრულება .

2. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში სამსახურის ფუნქციებია :

) მუნიციპალიტეტში შემავალი დაბისა და სოფლების გარე იერსახის , საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების , გარე რეკლამის განთავსების , გარე ვაჭრობისა და ავტომანქანების პარკირების დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათ აღმოფხვრაზე კონტროლი;

) სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დაცვაზე , წარმოებული სამშენებლო ნაკეთობების , კონსტრუქციების საპროექტო ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე კონტროლის დაწესება . დარღვევით მშენებარე ობიექტების შეჩერებაზე , დემონტაჟზე და სამშენებლო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი ;

) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული წარმოება -დაწესებულებების , ორგანიზაციების , იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა -ნაგებობების ფასადების , გზის საფარის , კომუნიკაციათა ჯიხურების ჭების და სხვა ელემენტების ტექნიკურ -ესთეტიკურ მდგომარეობაზე ) კონტროლი ;

) უკანონო , უსახური და ამორტიზებული შენობა ნაგებობების , ასევე ჯიხურების , ავტოფარეხების , დანადგარების , სტელაჟების , სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების , აბრების , აფიშების , პლაკატების და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა , მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიების განხორციელება;

) სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა , მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გატანა . მიწისქვეშა კომუნიკაციების ჩაწყობა -გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება , სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტის კეთილმოწყობა მოწესრიგება და სხვა ) კონტროლის დაწესება ;

) გარე რეკლამის განთავსება , არქიტექტურულ -სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათი გამოსწორების შესრულებაზე კონტროლი ;

) გარე ვაჭრობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათ შესრულებაზე კონტროლი;

) საქართველოს კანონისსაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიდა საქართველოს კანონისპროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსიდამრღვევი ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება;

) „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებსაქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების შესაბამისად , თვითმართველი ერთეულის კომპეტენციის ფარგლებში ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შენობა -ნაგებობების ექსპლოატაციაში მიღების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება ;

) მიკუთვნებული უფლებამოსილების განხორციელების დროს საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ყველა ფიზიკური ან \და იურიდიული პირისაგან , განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა;

) ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებების მიღება , კანონით დადგენილ წესით ვადებში განხილვა;

) მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე , მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს ცალკეული დავალებების შესრულება;

) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება .

მუხლი 3. სამსახურის უფროსი და მისი უფლებამოსილებები

1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი (შემდგომშისამსახურის უფროსი ), რომელსაცსაჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად , თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ხულოს მუნიციპალიტეტის მერი .

2. სამსახურის უფროსი :

) სამსახურის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის , საქართველოს ორგანული კანონის „ ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის“, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის , პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის , ასევე სხვა საკანონმდებლო , კანონქვემდებარე აქტების და წინამდებარე დებულების შესაბამისად . პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებას ;

) შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ;

) სამსახურში შემოსულ საკითხებს ანაწილებს განსახილველად სამსახურის თანამშრომელთა შორის ;

) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით , მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების , მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების , კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ ;

) უშუალოდ იხილავს სამსახურის საჯარო მოხელეთა სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე შეტანილ საჩივრებს და წარუდგენს მერს შესაბამის დასკვნას ;

) წარუდგენს მერს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს , წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;

) უშუალოდ უძღვება სამსახურის წარმოებაში არსებულ საქმეზე გამართულ ადმინისტრაციულ მოსმენას;

) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ -სამართლებრივ აქტს , რომელიც ძალაში შედის მისი ხელმოწერისთანავე .

) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103- , 1191, 134- , 135- , 1461, 148- , 150- , 1501, 152- , 1522, 1533, 1534, 159- 1591 მუხლებით გათვალისწინებულ დარღვევათა აღმოჩენის შემთხვევაში ადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს .

) მონაწილეობს მერიის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში .

) ესწრება მერის თათბირებსა და საკრებულოს სხდომებს .

) ერთ -ერთ თანამშრომელს ავალებს საქმისწარმოების ფუნქციების შესრულებას .

) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მერისა და კურატორი მერის მოადგილის ცალკეულ დავალებებს .

3. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია უშუალოდ განახორციელოს სამსახურისადმი ან \და სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფისადმი მიკუთვნებული ნებისმიერი უფლებამოსილება .

4. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის საქმიანობისათვის მერის წინაშე .

5. სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის , აგრეთვე სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება კანონმდებლობით .

მუხლი 4. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი

1. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი იქმნება სამსახურის გამგებლობას მიკუთვნებული უფლება -მოვალეობების განხორციელების უზრუნველსაყოფად .

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია : ზედამხედველობის სამსახურის არქიტექტურ -სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილება .

3. სტრუქტურული ქვედანაყოფის გამგებლობას მიკუთვნებული უფლება -მოვალეობები განისაზღვრება წინამდებარე დებულებით .

მუხლი 5. ზედამხედველობის სამსახურის არქიტექტურ -სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილება

1. ზედამხედველობის სამსახურის არქიტექტურ -სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსი :

) ახორციელებს ზედამხედველობას ხულოს მუნიციპალიტეტის საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა სახის სამშენებლო საქმიანობაზე ;

) ახორციელებს ზედამხედველობას სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას სამშენებლო ნორმების , წესების , სახელმწიფო სტანდარტებისა და ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვაზე . სამშენებლო საქმიანობის წარმოებისას სამუშაოების სამშენებლო დოკუმენტაციის პროექტთან შესაბამისობაზე კონტროლს ;

) ახორციელებს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოებას , ამ მიზნით სამშენებლო სამართალდარღვევის ჩამდენის მიმართ გასცემს მითითებას , ადგენს შემოწმების აქტს , სამართალდამრღვევს უგზავნის ზეპირი სხდომის შესახებ უწყებას (შეტყობინებას ), ატარებს ზეპირ სხდომას , ახორციელებს სამართალდარღვევის საქმისწარმოებასთან დაკავშირებულ სხვა უფლებამოსილებებს და შესაბამისი სამართლებლივი აქტის პროექტს წარუდგენს სამსახურის უფროს;

) ახორციელებს მშენებლობადასრულებული შენობა -ნაგებობების ექსპლოატაციაში მიღების თაობაზე ადმინისტრაციულ წარმოებას და შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტს წარუდგენს სამსახურის უფროსს;

) სამსახურის უფროსის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს;

) მონაწილეობს მერიის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში;

) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს .

2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსახურის უფროსთან შეთანხმებით .

3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი , რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ხულოს მუნიციპალიტეტის მერი .

4. განყოფილების უფროსის არყოფნისას , უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გათავისუფლებისას, უფროსის მოვალეობის შესრულება მერის ბრძანების საფუძველზე ეკისრება განყოფილების მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტს .

5. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე .

მუხლი 6. ადმინისტრაციული ზედამხედველობისა და ოპერატიული რეაგირების საკითხებში მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

1. ადმინისტრაციული ზედამხედველობისა და ოპერატიული რეაგირების საკითხებში მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი :  

) ახორციელებს მუნიციპალიტეტის დაბისა და სოფლების გარე იერსახეზე , საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე , გარე რეკლამის განთავსებაზე ზედამხედველობას , დარღვევის ფაქტების გამოვლენას და მათ შესაბამისობაში მოყვანაზე , გარე ვაჭრობისა და ავტომანქანების პარკირების წესების დაცვაზე კონტროლს .

) ახორციელებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული წარმოება -დაწესებულებების , ორგანიზაციების , იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა -ნაგებობების ფასადების , გზის საფარის , გარე განათების , გამწვანებული ტერიტორიების , ღობეების , კომუნიკაციათა ჯიხურების , საკანალიზაციო მეურნეობების და სხვა ელემენტების ტექნიკურ -ესთეტიკური მდგომარეობის ) ზედამხედველობას . დარღვევის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში ახორციელებს შესაბამის რეაგირებას .

) ახორციელებს უკანონო , ამორტიზებული შენობა -ნაგებობების , ასევე ჯიხურების , ავტოფარეხების და სხვა უსახური შენობა -ნაგებობების დემონტაჟის ორგანიზებას ან და დემონტაჟის განხორციელებაზე ზედამხედველობას;

) ახორციელებს საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე , გარე რეკლამის განთავსების დარღვევის ფაქტების გამოვლენაზე , გარე ვაჭრობისა და ავტომანქანების პარკირების დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენასა და მათ შესრულებაზე კონტროლს ;

) ახორციელებს მუნიციპალიტეტის ქუჩებში , მაგისტრალებზე , მოედნებზე , დასასვენებელ ზონებში , საერთო სარგებლობის ეზოებში მიწის გადათხრითი სამუშაოების წარმოებაზე , მიწისქვეშა საინჟინრო ქსელების ჩაწყობა -გადაკეთებაზე , სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვების მოწყობაზე , ქუჩის დროებით გადაკეტვაზე , სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ნაგავსაყრელებზე გატანის კონტროლს;

) ახორციელებს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვაზე ადმინისტრაციულ წარმოებას და შესაბამისი ადმინისტრაციული აქტების პროექტების მომზადებას ;

) აწარმოებს გზის საფარის გადათხრის სამუშაოებთან დაკავშირებულ ყველა საქმიანობაზე კონტროლს;

) ახორციელებს დახლების , სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების , დაფების , აბრების , აფიშების , პლაკატების და სხვა სარეკლამო ატრიბუტიკის არასწორად განთავსების ფაქტების გამოვლენას და მათ აღმკვეთ ღონისძიებებს ;

) მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას სამართალდამრღვევი ფიზიკური ან /და იურიდიული პირის მიმართ ;

) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებლივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;

) სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება -მოვალეობებს;

) მონაწილეობს მერიის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში .

2. მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსახურის უფროსთან შეთანხმებით .

3. მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი პასუხისმგებელია სამსახურის უფროსის წინაშე

4. მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის , აგრეთვე სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით .

მუხლი 7. სხვა დებულებანი

1. წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების საფუძველზე , მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით .

2. სამსახურის რეორგანიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით .“


მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერ დიმიტრაძე