დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოში 1991-1992 წლებში მომხდარი მოვლენების შემსწავლელი დროებითი სახელმწიფო კომისიის შექმნის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2168 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 24/06/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 31(38), 30/06/1999 |
| სარეგისტრაციო კოდი | 0000.00.00.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საქართველოში 1991-1992 წლებში მომხდარი მოვლენების შემსწავლელი დროებითი სახელმწიფო კომისიის შექმნის თაობაზე
საქართველოში სამართლებრივი დემოკრატიული სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის პროცესში, ქვეყნის უახლესი ისტორიის პოლიტიკურ ასპექტში გაანალიზების, შესაბამისი პერიოდის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების შესწავლისა და შეფასების, ეროვნული თანხმობის მიღწევის მიზნით, საჯაროობის, ღია საზოგადოებისა და ისტორიული ობიექტურობის პრინციპებზე დაყრდნობით საქართველოს პარლამენტს მიზანშეწონილად მიაჩნია:
შესწავლილ იქნეს და პოლიტიკურ-სამართლებრივი შეფასება მიეცეს 1990 წელს საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგად მოსული ხელისუფლების მიერ შემუშავებული სახელმწიფო პოლიტიკისა და განხორციელებული საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ქვეყანაში შექმნილ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სიტუაციას, 1991-1992 წლებში მომხდარ მოვლენებს, კერძოდ, ექსპრეზიდენტის მხარდამჭერებსა და ოპოზიციურ ძალებს შორის დაპირისპირებით გამოწვეულ ტრაგედიას თანამდევი შედეგებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, ამ დადგენილებების ამოქმედებიდან ორი კვირის ვადაში შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების, საქართველოს პარლამენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით შექმნას საქართველოში 1991-1992 წლებში მომხდარი მოვლენების შემსწავლელი დროებითი სახელმწიფო კომისია.
2. კომისიამ შესასწავლი საკითხების კვლევისა და ანალიზის შედეგად საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს წარუდგინოს წინადადებები შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ზ. ჟვანია
თბილისი,
1999 წლის 24 ივნისი.
№2168–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები