„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/12/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.123.016423
20
27/12/2017
ვებგვერდი, 05/01/2018
010250050.35.123.016423
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20

2017 წლის 27 დეკემბერი

ქ. ქუთაისი

 

„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის № 8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტის, ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო    ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №8 დადგენილებაში /www.matsne.gov.ge 18.07.2014. №010250050.35.123.016218/, კერძოდ:

1. დადგენილების დანართის მე–3 მუხლის მე-8 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. უზრუნველყოს საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა მიერ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფა, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავება და დაგეგმვა, ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრირების უზრუნველყოფა, საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების კანონით დადგენილი წესით წარდგენის ხელშეწყობა, საკრებულოს აპარატის სტრუქტურული დანაყოფების უფროსებთან ერთად შესაბამისი რეკომენდაციებისა და სამუშაო აღწერილობების შემუშავება და მომზადება, ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით საკრებულოს აპარატში დასაქმებულთა ერთიანი მონაცემთა ბაზის წარმოება, საკრებულოს აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად ღია, დახურული და გამარტივებული საჯარო კონკურსის გამოცხადებისა და ჩატარების უზრუნველყოფა, მოსამსახურეთა შეფასების პროცესის ორგანიზაციული უზრუნველყოფა, ასევე, მოხელის კლასის მინიჭებისა და წახალისებისათვის შესაბამისი მასალების მომზადება, მოსამსახურეთა პროფესიული მომზადების დონის გაანალიზება, მათი სწავლების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადებისათვის შესაბამისი მასალებისა და დოკუმენტაციის მომზადება და წლიური სამუშაო გეგმის შემუშავება, საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეებისა და სხვა საკადრო დოკუმენტაციის შედგენა, აღრიცხვა და წარმოება“.

2. დადგენილების დანართის მე–3 მუხლის მე–19 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „19. უზრუნველყოს საკრებულოს თანამდებობის პირების, საკრებულოს წევრების საინფორმაციო უზრუნველყოფა და მედიასთან ურთიერთობა, საკრებულოს საქმიანობის ამსახველი საინფორმაციო მასალების მომზადება, საკრებულოს საქმიანობის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალების განთავსება საკრებულოს ვებგვერზე და სოციალურ ქსელში, საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების პრესკონფერენციების, ბრიფინგების, შეხვედრებისა და ინტერვიუების ჩატარება, საკრებულოს ხელმძღვანელი პირებისა და საკრებულოს წევრების ურთიერთობის უზრუნველყოფა მასობრივი საინფორმაციო საშუალებებთან, დაგეგმილი ღონისძიებების პრესრელიზების მომზადება, ჟურნალისტთა აკრედიტაციასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება, საკრებულოს თანამდებობის პირების ინფორმირება ქალაქში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ“.

3. დადგენილების დანართის მე–6 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები

შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები წარმოადგენენ საკრებულოს აპარატის იმ მოსამსახურეებს, მათ შორის ვადიანი შრომითი ხელშეკრულებით მოწვეულ ექსპერტებსა და სპეციალისტებს, რომლებიც ახორციელებენ საკრებულოს კომისიების, დროებითი სამუშაო ჯგუფებისა და ფრაქციების ორგანიზაციულ, იურიდიულ, დოკუმენტურ, ანალიტიკურ და საინფორმაციო მომსახურებას“.

4. დადგენილების დანართის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აპარატის საჯარო მოსამსახურეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად ცხადდება ღია, დახურული და გამარტივებული კონურსი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რომელსაც ატარებს საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით შექმნილი საკონკურსო კომისია“.

5. დადგენილების დანართის მე–8 მუხლის მე-3 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენიკოლოზ ლატარია