„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 57
დოკუმენტის მიმღები წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/12/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016442
57
28/12/2017
ვებგვერდი, 05/01/2018
010250050.35.122.016442
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
 
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №57

2017 წლის 28 დეკემბერი

ქ. წყალტუბო

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №23 დადგენილებაში (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ვებ. გვერდი www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016192; 16/07/2014) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მესამე პუნქტი  შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. კომისიის სტატუსი

 3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე შესაბამისი მიმართულებით მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების კონტროლის მიზნით“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ ივანეიშვილი