დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 ოქტომბრის №26 დადგენილებთ დამტკიცებულ „სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 38 |
| დოკუმენტის მიმღები | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.133.016233 |
|
„სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 ოქტომბრის №26 დადგენილებით დამტკიცებულ „სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
1.
„სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 ოქტომბრის №26 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.133.016221, ვებგვერდი, 01/11/2017) და დადგენილებით დამტკიცებული „სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემაში განხორციელდეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მეორე მუხლის „დ‘‘ და „ს‘‘ პუნქტები შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „დ) სტრუქტურული ერთეული – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც ახორციელებს დაწესებულებების ავტორიზაციას და ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების მიზნით მონიტორინგს, შეფასებას და ანგარიშგებას; ს) მონიტორინგის გუნდი – სტრუქტურული ერთეულის ინიციატივით შექმნილი მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი კომპეტენციის მქონე თანამშრომლებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც ახორციელებს დაწესებულების მონიტორინგს ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების მიზნით და ახდენს სათანადო და დროულ ანგარიშგებას;“; ბ) მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული შესაბამისი კომპეტენციის მქონე თანამშრომლებისგან ქმნის მონიტორინგის გუნდს, რომელიც ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების მიზნით ახორციელებს დაწესებულების მონიტორინგს და შესაბამის ანგარიშგებას.‘‘. „3. მონიტორინგის გუნდის წევრთა რაოდენობას განსაზღვრავს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის შესაბამისად.“; გ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ქმნის ინტერდისციპლინურ გუნდს, რომელიც ახორციელებს:“; დ) მე-8 მუხლის პირველი და მე-7 პუნქტები შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „1. მონიტორინგი ხორციელდება მონიტორინგის გუნდის მიერ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და/ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების პროცესის პარალელურად წელიწადში ორჯერ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის მიერ წინასწარ შემუშავებული წლის განრიგის მიხედვით.‘‘. „7. ინტერდისციპლინური გუნდი, მისი დაკომპლექტებიდან 3 თვის ვადაში, მონიტორინგის მეთოდების გათვალისწინებით (დაკვირვება, გასაუბრება, აღნიშვნის ფურცლით შემოწმება) შეიმუშავებს მონიტორინგის ინსტურმენტს და შესაბამისი ანგარიშის ფორმას, რომლებსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.“. ე) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „2. მონიტორინგის გუნდის ანგარიში წარედგინება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, რაც უნდა ასახავდეს დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების მდგომარეობის შემოწმების შედეგებს. მონიტორინგის შედეგები შესაძლებელია გახდეს, დადგენილი წესის შესაბამისად, დაწესებულებისთვის ავტორიზაციის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველი.‘‘. ვ) მე-10 მუხლის მე-7 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „7. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული განსაზღვრავს განრიგს, რომლის მიხედვითაც ინტერდისციპლინური გუნდი უზრუნველყოფს დაწესებულებების შეფასებას.“; ზ) მე-11 მუხლის მე-2, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „2. შეფასების ანგარიშის შედგენას და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისთვის წარდგენას უზრუნველყოფს ინტერდისციპლინური გუნდი შეფასების ვიზიტიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში.‘‘. „4. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, დადგენილი წესის შესაბამისად, ავტორიზაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში ითვალისწინებს შეფასების შედეგებს. 5. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, შეფასების შედეგებს შესაბამის დაწესებულებას წარუდგენს შეფასების ვიზიტიდან არაუგვიანეს 1 თვისა. 6. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული შესაბამისი დაწესებულებების შეფასების შეჯამებულ ანგარიშს წერილობითი ფორმით წარუდგენს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის შეფასების პროცედურების დასრულებიდან არაუგვიანეს 2 თვისა.‘‘. |
2.
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები