დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 55 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/02/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 23, 26/02/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №55
2010 წლის 23 თებერვალი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით (სსმ, 2004 წელი, III ნაწილი, №54, მუხლი 462) დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ვ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ვ.ე) შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილეებს, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილეს – აუდიტის დეპარტამენტის უფროსს, შემოსავლების სამსახურის განსაკუთრებული ნიშნის მიხედვით შექმნილი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილეს და შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებს;“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები