დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1833-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 22/12/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2017 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2018 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/10/2025 |
სარეგისტრაციო კოდი | 470120010.05.001.018732 |
|
„სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994−1995, №№23−26, მუხ. 561) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების (მიუხედავად საკუთრების ფორმისა) ხელმძღვანელები, საჯარისო ნაწილების უფროსები ვალდებული არიან: ა) წინასწარი შეთანხმებით, შეუფერხებლად გაუშვან მუშა-მოსამსახურეები, სტუდენტები, მოსწავლეები, სოფლის მეურნეობის მუშაკები, სამხედრო მოსამსახურეები სისხლის გადასხმის დაწესებულებაში გამოკვლევისათვის და სისხლის ჩაბარების დღეს შეუნარჩუნონ სამუშაო ადგილებზე საშუალო შრომის ანაზღაურება და სხვა მატერიალური წახალისება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; სისხლის ჩაბარების მეორე დღეს დონორს მისცენ დამატებითი დასვენების დღე, რომელიც მისი სურვილით შეიძლება დაემატოს მორიგ შვებულებას ან გამოყენებულ იქნეს სხვა დროს, სისხლის გაღების დღიდან 1 წლის განმავლობაში; დამატებითი დასვენების დღე დონორს აუნაზღაურონ საშუალო შრომის ანაზღაურებით ძირითად სამუშაო ადგილზე; ბ) თუ დონორმა სისხლი შვებულების პერიოდში ან არასამუშაო დღეს გაიღო, მას მისცენ სხვა დასვენების დღე, ხოლო თუ დასვენების დღეს ვერ მისცემენ, სისხლის გაღების დღე აუნაზღაურონ სულ ცოტა შრომის ანაზღაურების ორმაგი ოდენობით; გ) უფასოდ დაუთმონ სისხლის დამამზადებელ გამსვლელ ბრიგადებს ოთახები სისხლის ასაღებად.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან. |
ქუთაისი, 22 დეკემბერი 2017 წ. N1833-რს |
დოკუმენტის კომენტარები