„საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 აგვისტოს №214 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 აგვისტოს №214 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 563
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 300280020.10.003.020273
563
25/12/2017
ვებგვერდი, 26/12/2017
300280020.10.003.020273
„საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 აგვისტოს №214 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №563

2017 წლის 25 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 აგვისტოს №214 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 აგვისტოს №214 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/08/2013, 300280020.10.003.019737) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1.  პირველი მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“  საქართველოს  კანონის მე-5 მუხლის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესი.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული წესის:

ა) პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ინტერესთა გამოხატვის შედეგად საქართველოს მთავრობასა და ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულ პირს (შემდგომში − გამარჯვებული პირი) შორის იდება მემორანდუმი. მემორანდუმი არის მხარეთა შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ. შესაძლებელია, მემორანდუმს მხარედ დაემატოს სხვა პირები.“;

ბ) პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და საუკეთესო განაცხადის გამოვლენის კრიტერიუმს;“;

დ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირმა სამინისტროში უნდა წარადგინოს განაცხადი, რომელსაც უნდა დაერთოს ინტერესთა გამოხატვის პირობებით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია და ამ წესის მე-3 მუხლით დადგენილი წინასამშენებლო გარანტია.“;

ე) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. წინასამშენებლო გარანტია

პირი ვალდებულია, ინტერესთა გამოხატვაში მის მიერ წარდგენილი განაცხადის, ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადებისა და მემორანდუმის პირობების მიხედვით, სამშენებლო გარანტიის წარდგენის უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ, სამინისტროს ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ განაცხადთან ერთად წარუდგინოს საბანკო გარანტია, სასურველი ოდენობით, ელექტროსადგურის ჯამური დადგმული სიმძლავრის მიხედვით, ყოველი მეგავატისათვის არანაკლებ 15 000 (თხუთმეტი ათასი) აშშ დოლარის ან მისი ეკვივალენტი ევროს (საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ იმ პერიოდისათვის დადგენილი კურსის შესაბამისად) ოდენობისა (შემდგომში − წინასამშენებლო გარანტია). ამასთან, წინასამშენებლო გარანტია გაცემული უნდა იყოს „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD)“ წევრ ნებისმიერ ქვეყანაში ან/და საქართველოში ლიცენზირებული ბანკის მიერ. წინასამშენებლო გარანტიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გარანტიის გამცემი ბანკის სააქციო კაპიტალის 15 პროცენტს.“;

ვ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) განაცხადს თან უნდა ერთოდეს ინტერესთა გამოხატვის პირობებით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათ შორის, ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრული წინასამშენებლო გარანტია, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ინტერესთა გამოხატვით დადგენილ პირობებს;

გ) განცხადებით შეთავაზებული შეფასების კრიტერიუმი არ უნდა იყოს ამ წესის მე-3 მუხლით დადგენილ ოდენობაზე ნაკლები და ინტერესთა გამოხატვაში მონაწილე პირის მიერ წარდგენილი წინასამშენებლო გარანტია უნდა აკმაყოფილებდეს ინტერესთა გამოხატვით დადგენილ პირობებს;“;

ზ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

თ) მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ ელექტროსადგურზე ინტერესთა გამოხატვის შედეგად ამ წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად საქართველოს მთავრობისათვის წარმოდგენილია ორი ან მეტი განაცხადი, საქართველოს მთავრობა გამარჯვებულად ცნობს იმ მონაწილეს, რომლის მიერ ამ წესის მე-3 მუხლის შესაბამისად წარდგენილი იქნება ყველაზე უფრო დიდი ოდენობის წინასამშენებლო გარანტია.

3. იმ შემთხვევაში, თუ ორი ან მეტი განაცხადით ამ წესის მე-3 მუხლის შესაბამისად წარდგენილი იქნება თანაბარი ოდენობის წინასამშენებლო გარანტია, სამინისტრო ამ განაცხადის წარმდგენ პირებს წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით განუსაზღვრავს დამატებით ვადას შესაბამის ინტერესთა გამოხატვის პირობებით განსაზღვრული წესით, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეფასების კრიტერიუმის ნაწილში გაუმჯობესებული წინადადებების წარდგენის მიზნით.“;

ი) მე-7 მუხლის  21 და 31-მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება არ გავრცელდეს ამ დადგენილების გამოქვეყნებამდე საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვის შედეგად წარმოშობილ სამართალურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი