დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ”ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 დეკემბრის №21/56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 7/47 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 25/12/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/01/2018 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/02/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.111.016365 |
|
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ”ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 დეკემბრის №21/56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 დეკემბრის №21/56 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge), 29/12/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.111.016246) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის:
ა)129-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 129. საკრებულოს წევრის ანგარიში 1. საკრებულოს წევრი (მათ შორის საკრებულოს თანამდებობის პირი) ვალდებულია წელიწადში ორჯერ არაუგვიანეს 1 ნოემბრისა და არაუგვიანეს 1 მაისისა, საკრებულოს განკარგულებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინოს ამომრჩევლებს ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ. 2. საკრებულოს წევრის ანგარიშის მოსმენა ხდება საკრებულოს სხდომის დარბაზში (მაჟორიტარული წესით არჩეული საკრებულოს წევრის ანგარიში შესაძლებელია მოსმენილი იქნეს შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის საჯარო დაწესებულების დარბაზში). 3. საკრებულოს წევრის ანგარიშის მოსმენას ესწრება საკრებულოს თავმჯდომარე და/ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, აგრეთვე საკრებულოს იმ ფრაქციის თავმჯდომარე, რომელ ფრაქციასაც წარმოადგენს საკრებულოს წევრი. 4. საკრებულოს წევრის ანგარიშის წარდგენის დღე, ადგილი და საათი ქვეყნდება საკრებულოს აპარატის მიერ ანგარიშის წარდგენამდე ერთი კვირით ადრე. 5. საკრებულოს წევრის ანგარიშის მოსმენის სხდომას წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. 6. ანგარიშის მოსმენის შემდეგ სხდომაში მონაწილე ამომრჩევლებს ეძლევათ საშუალება გამოთქვან თავისი შენიშვნები და წინადადებები და შეაფასონ საკრებულოს წევრის საქმიანობა. 7. საკრებულოს წევრის ანგარიშის მოსმენის სხდომის ოქმის შედგენას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. 8. საკრებულოს წევრის ანგარიშის მოსმენის სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და ინახება საკრებულოს აპარატში. 9. საკრებულოს წევრის ანგარიში უნდა გამოქვეყნდეს საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ანგარიშის წარდგენიდან 10 კალენდარული დღის ვადაში“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები