„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 10 ივნისის №67/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 205/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 26/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 26/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017456
205/ნ
26/12/2017
ვებგვერდი, 28/12/2017
430210000.22.022.017456
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 10 ივნისის №67/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №205/ნ

2017 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 10 ივნისის №67/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 10 ივნისის №67/ნ ბრძანებაში  (www.matsne.gov.ge, 10/06/2016, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.017141) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის:

1. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტროს აპარატში სტაჟიორთა მიღების პროცედურებსა და სტაჟირების გავლას საერთო კოორდინაციას უწევს სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო (შემდგომში – ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო), ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირების/საგანმანათლებლო რესურსცენტრების შემთხვევაში, ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე პასუხისმგებელი  სტრუქტურული ერთეული/პირი.

2. მე-12 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ტესტირების ჩატარებას უზრუნველყოფს – ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო, ხოლო საჯარო სამარათლის იურიდიული პირების ან საგანმანათლებლო რესურსცენტრების შემთხვევაში, ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული/ პირი.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო, ხოლო საჯარო სამარათლის იურიდიული პირების ან საგანმანათლებლო რესურსცენტრების შემთხვევაში, ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული/პირი, კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების  მიღებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა, წერილობით ან  ელექტრონული ფოსტის მეშვეობით აცნობებს ყოველ სტაჟირების გავლის მსურველს მათ მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებ.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი