დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 44 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
მიღების თარიღი | 25/12/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/12/2017 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 300280000.16.009.016245 |
44
25/12/2017
ვებგვერდი, 26/12/2017
300280000.16.009.016245
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
|
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე და 43-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს: |
მუხლი 1 |
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილების (სსმ III, 8.12.2008, №175, სარეგისტრაციო კოდი: 300.280.000.16.009.012.460) პირველი მუხლის:
ა) „გ-ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“ (ლაჯანურჰესი) – 1.679 თეთრი/კვტსთ; დ) სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია “ (გუმათჰესების კასკადი) – 2.209 თეთრი/კვტსთ; ე) სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“ (ძევრულჰესი) – 1.986 თეთრი/კვტსთ; ვ) სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“ (რიონჰესი) – 4.060 თეთრი/კვტსთ; ზ) სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია “ (შაორჰესი) – 2.747 თეთრი/კვტსთ.“; ბ) „თ-კ1“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან და მისი მოქმედების ვადა განისაზღვროს 2021 წლის 1 იანვრამდე. |
|
დოკუმენტის კომენტარები