დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს ფუნქციონირების წესისა და რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის №65 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 53 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/02/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 23, 26/02/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №53
2010 წლის 23 თებერვალი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს ფუნქციონირების წესისა და რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის №65 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს ფუნქციონირების წესისა და რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის №65 დადგენილებით (სსმ III, 2007 წელი, №45, მუხლი 511) დამტკიცებულ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს ფუნქციონირების წესსა და რეგლამენტში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მეშვეობით საბჭოში და წარდგენილ საჩივარს უნდა დაურთოს ამავე სამსახურისათვის წარდგენილი ყველა მასალის ასლი და დამატებითი მტკიცებულებები, მათი არსებობის შემთხვევაში (ტექნიკური საშუალებით მომჩივნის ინტერესების დაცვისას დავის განმხილველ ორგანოს უნდა წარედგინოს მომჩივნის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან ელექტრონული ვერსია);“.
2. მე-4 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,8. მომჩივანს ან მის კანონიერ წარმომადგენელს საბჭოს სხდომის გამართვის დრო და ადგილი ეცნობებათ არსებული ტექნიკური საშუალებებით (მათ შორის, ტელეფონით, ფაქსით, ელექტრონული ფოსტით და სხვ.), მათ აგრეთვე ეცნობებათ, რომ, სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ საბჭოს სხდომაში მონაწილეობა მიიღონ ურთიერთობის ელექტრონული საშუალების გამოყენებით. თუ ვერ ხერხდება მომჩივანთან ან მის წარმომადგენელთან დაკავშირება, დავა მათი მონაწილეობის გარეშე განიხილება. ტექნიკური საშუალებით მომჩივნის ინტერესების დისტანციურად დაცვის მოთხოვნის თაობაზე მომჩივანი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი წინასწარ აცნობებს დავის განმხილველ ორგანოს. დავის დისტანციურად წარმოებისას მომჩივანს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს ეცნობებათ საჩივრის განხილვაში დისტანციურად მონაწილეობის მიღების საშუალების ადგილისა და დროის თაობაზე. დავის დისტანციურად განხილვაში მონაწილეობის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“.
3. მე-5 მუხლის:
ა) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. საბჭოში დავა განიხილება მომჩივნის ან/და მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის (წარმომადგენლების) უშუალო მონაწილეობით ან ურთიერთობის ელექტრონული საშუალების გამოყენებით. განხილვისათვის დანიშნულ დროს მომჩივნის ან/და მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის ან ურთიერთობის ელექტრონული საშუალების გამოყენებით მონაწილეობის მიუღებლობის შემთხვევაში დავა მის გარეშე განიხილება.
5. საბჭოში დავის განხილვისას მონაწილეობენ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 147-ე ან 151-ე მუხლებში აღნიშნული საგადასახადო/საბაჟო ორგანოებისა და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები, რომელთა ნუსხა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. აღნიშნულ პირებს შეუძლიათ, დავის განხილვაში მონაწილეობა მიიღონ ურთიერთობის ელექტრონული საშუალების გამოყენებით. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, საბჭოს წინაშე წარდგეს შუამდგომლობით დავის განხილვის პროცესში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 147-ე ან 151-ე მუხლებში აღნიშნული საგადასახადო/საბაჟო ორგანოების წარმომადგენელთა მონაწილეობის აუცილებლობის არარსებობის შესახებ.“;
ბ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,14. საბჭოს თავმჯდომარეს უფლება აქვს, წესრიგის დამრღვევს დაატოვებინოს საბჭოს სხდომა ან შეუწყვიტოს ურთიერთობის ელექტრონული საშუალების გამოყენებით მონაწილეობა.“;
გ) მე-16, მე-17 და მე-18 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,16. ინფორმაციის მოსმენის შემდეგ მომჩივანი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი საბჭოს სხდომაზე უშუალოდ ან ურთიერთობის ელექტრონული საშუალების გამოყენებით მოახსენებს იმ გარემოებებისა და მტკიცებულებების შესახებ, რომლებითაც იგი მოითხოვს საჩივრის დაკმაყოფილებას.
17. მომჩივნის მოხსენების შემდეგ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები საბჭოს სხდომაზე უშუალოდ ან ურთიერთობის ელექტრონული საშუალების გამოყენებით გამოხატავენ თავის პოზიციას საჩივრის გამო ამ სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და მომჩივნის მიერ წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების გარემოებებისა და მტკიცებულებების შესახებ.
18. შესაბამისი საგადასახადო და საბაჟო ორგანოების წარმომადგენლები საბჭოს სხდომაზე უშუალოდ ან ურთიერთობის ელექტრონული საშუალების გამოყენებით გამოხატავენ თავიანთ პოზიციას საჩივრისა და მათ მიერ შედგენილი შემოწმების აქტის, მიღებული და გასაჩივრებული ,,საგადასახადო მოთხოვნის“/წერილობითი გადაწყვეტილების ან სხვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის და მომჩივნის მიერ წარმოდგენილი გარემოებებისა და მტკიცებულებების მიმართ.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები