დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 61 |
| დოკუმენტის მიმღები | აბაშის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.110.016324 |
|
,,აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №37 დადგენაილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №37 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/11/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.110.016300) შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ:
ა) დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 3. დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 12 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.“; ბ) დადგენილებას დაემატოს მე-4 მუხლი შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.“; გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი და მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,გ) მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილება“; ,,7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და მოხელის კარიერის მართვა განისაზღვრება მერიის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.“; დ) დებულების მე-3 მუხლის ანბანურ თანმიმდევრობაში ,,ო1 “ შეიცვალოს ,,პ“ ასო-ბგერით და ,,პ“ შეიცვალოს ,,ჟ“ ასო-ბგერით; ე) დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ) მერიისა და მერიიის თანამდებობის პირების საქმიანობის საჯაროობას, საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოებას, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნებას, საჯარო ინფორმაციის გაცემას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად."; ვ) დებულების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 7. მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილება 1. მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილება უზრუნველყოფს: ა) ინფორმაციის მიწოდებას მერისათვის შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ; ბ) წარმომადგენლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიწოდებას მერზე შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ; გ) საჭიროების შემთხვევაში მერის წარმომადგენელთა თათბირების ორგანიზებას; დ) მერის წარმომადგენელთათვის მეთოდურ დახმარებას; ე) მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით დასახლების საერთო კრების მოწვევასთან დაკავშირებული პროცედურული და ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას; ვ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს მერის დავალებით.". |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები