დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 61-უ.ს.შ.ს. |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
| მიღების თარიღი | 21/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/01/2018 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240080.51.056.016037 |
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში (გაზეთი „აჭარა“, №57, 31.03.2005) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1. 67-ე მუხლის:
ა) მე-4–მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. თუ უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის გახსნისას ჩატარებული რეგისტრაციის შედეგების მიხედვით სხდომათა დარბაზში არ იმყოფება უმაღლესი საბჭოს წევრთა საკმარისი რაოდენობა, სხდომის თავმჯდომარე რეგისტრაციის ჩატარებიდან 15 წუთის განმავლობაში ატარებს ხელახალ რეგისტრაციას. თუ ამ შემთხვევაშიც არ აღმოჩნდა უმაღლესი საბჭოს წევრთა საკმარისი რაოდენობა, მომდევნო 45 წუთის განმავლობაში სხდომის თავმჯდომარე ატარებს ხელახალ რეგისტრაციას. განსაკუთრებულ შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია მიიღოს სხვა გადაწყვეტილება.“. 5. უმაღლესი საბჭოს სხდომის გახსნისას და კენჭისყრის წინ უმაღლესი საბჭოს წევრთა რეგისტრაციის შემდეგ უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტი აღრიცხავს უმაღლესი საბჭოს წევრთა დასწრებას. ფრაქციათა თავმჯდომარეები, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში – ფრაქციის მდივნები, რეგისტრაციამდე უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტს წერილობით აწვდიან ინფორმაციას მათი წევრების მიერ სხდომის გაცდენის მიზეზების თაობაზე. უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც არ არის გაერთიანებული ფრაქციაში, მის მიერ სხდომის გაცდენის მიზეზის თაობაზე სხდომამდე თვითონ აცნობებს წერილობით უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტს. 6. თუ დადგენილ ვადაში ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირები არ მიაწვდიან უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტს ინფორმაციას, უმაღლესი საბჭოს წევრს პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად ჩაეთვლება.“. ბ) მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. უმაღლესი საბჭოს წევრს პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ჩაეთვლება, თუ ფრაქცია, უმაღლესი საბჭოს წევრი პოლიტიკური შეხედულებების გამო უარს აცხადებს პლენარულ სხდომაზე საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობაზე. ამის თაობაზე წერილობითი განცხადება წარედგინება სხდომის თავმჯდომარეს ან კეთდება ზეპირი განცხადება რეგისტრაციის დასრულების შემდეგ. 9. უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ პლენარული ან/და კომისიის სხდომების გაცდენის საპატიო მიზეზად ითვლება ავადმყოფობა, ოჯახური მდგომარეობა – ოჯახის წევრის ავადმყოფობა ან გარდაცვალება, სამსახურებრივი მივლინება. კომისიის სხდომის გაცდენის შემთხვევაში, ამ პუნქტით გათვალისწინებული მიზეზების თაობაზე კომისიის წევრის მიერ სხდომამდე წერილობით ინფორმირებული უნდა იქნეს კომისიის თავმჯდომარე (მოადგილე). პლენარული სხდომის გაცდენის შემთხვევაში, ამ პუნქტით გათვალისწინებული მიზეზების თაობაზე სხდომამდე ინფორმირებული უნდა იქნეს ფრაქციის თავმჯდომარე (მდივანი).“. გ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი: „10. უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ უმაღლესი საბჭოს პლენარული ან/და კომისიის სხდომის გაცდენის საპატიო მიზეზი უნდა დადასტურდეს: ა) ავადმყოფობის შემთხვევაში – საავადმყოფო ფურცლით, რომელიც უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტს, ხოლო კომისიის სხდომის გაცდენის შემთხვევაში, შესაბამისი კომისიის აპარატს წარედგინება საავადმყოფო ფურცლის დახურვიდან 1 კვირის ვადაში; ბ) სამსახურებრივ მივლინებაში ყოფნის შემთხვევაში – უმაღლესი საბჭოს წევრის მივლინების შესახებ უფლებამოსილი პირის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტს, შესაბამისი კომისიის აპარატს გადაეცემა აქტის გამოცემისთანავე.“. 2. 144-ე მუხლის: ა) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. უმაღლესი საბჭოს წევრს, რომლის მიმართაც სხდომათა დარბაზის დატოვების მოთხოვნა გამოიყენეს, დაექვითება სანქციის გამოყენების დღის თანამდებობრივი სარგო. 7. თუ 2 კომისიაში გაწევრიანებული უმაღლესი საბჭოს წევრი კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით ორჯერ ან მეტჯერ არ დაესწრება კომისიების სხდომებს, მას გაცდენილი თითოეული სხდომისათვის დაექვითება არასაპატიო მიზეზით გაცდენილი კომისიის სხდომის დღის თანამდებობრივი სარგო, ხოლო თუ 1 კომისიაში გაწევრიანებული უმაღლესი საბჭოს წევრი კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება კომისიის სხდომას, მას გაცდენილი თითოეული სხდომისათვის დაექვითება არასაპატიო მიზეზით გაცდენილი კომისიის სხდომის დღის თანამდებობრივი სარგო. უმაღლესი საბჭოს წევრის კომისიის სხდომაზე არასაპატიო მიზეზით დაუსწრებლობის ფაქტი ფორმდება კომისიის სხდომის ოქმში, რის შემდეგაც კომისიის სხდომის ოქმის ამონაწერი სხდომის თავმჯდომარის მიერ ეგზავნება ბუღალტერიას ამ პუნქტით გათვალისწინებული თანხის დასაქვითად.“. ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71–73 პუნქტები: „71. თუ უმაღლესი საბჭოს წევრი კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება პლენარულ სხდომას, მას დაექვითება პლენარული სხდომის დღის თანამდებობრივი სარგო. უმაღლესი საბჭოს წევრის პლენარულ სხდომაზე არასაპატიო მიზეზით დაუსწრებლობის ფაქტი უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტის მიერ ფორმდება საოქმო ჩანაწერით. მომდევნო თვის 10 რიცხვამდე უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტი საოქმო ჩანაწერის საფუძველზე ადგენს პლენარული სხდომის არასაპატიო მიზეზით გამცდენ უმაღლესი საბჭოს წევრთა სიას და უგზავნის ბუღალტერიას ამ პუნქტით გათვალისწინებული თანხის დასაქვითად. 72. ამ მუხლის მე-7 და 71 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უმაღლესი საბჭოს წევრისათვის დაქვითული თანხის საერთო რაოდენობა კალენდარული თვის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის თანამდებობრივი სარგოს 50%-ს. 73. ამ მუხლის მე-7 და 71 პუნქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ ვრცელდება უმაღლესი საბჭოს წევრზე რიგგარეშე სესიის ან რიგგარეშე სხდომის პერიოდში.“. გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. კომისია ყოველთვიურად ადგენს კომისიის სხდომების გამცდენ უმაღლესი საბჭოს წევრთა სიას, თითოეული მათგანის მიერ არასაპატიო მიზეზით გაცდენილი სხდომების რაოდენობისა და გაცდენის თარიღების მითითებით. კომისიის სხდომების არასაპატიო მიზეზით გამცდენ უმაღლესი საბჭოს წევრთა სია პროაქტიულად გამოქვეყნების მიზნით გადაეცემა უმაღლესი საბჭოს აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს.“. დ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი: „9. ყოველი სესიის ბოლოს უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტი ადგენს არასაპატიო მიზეზით უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომების გამცდენ უმაღლესი საბჭოს წევრთა სიას, ფრაქციების მითითებით, თითოეული მათგანის მიერ გაცდენილი სხდომების რაოდენობისა და გაცდენის თარიღების მითითებით. პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გამცდენ უმაღლესი საბჭოს წევრთა სია პროაქტიულად გამოქვეყნების მიზნით გადაეცემა უმაღლესი საბჭოს აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს.“. |
| მუხლი 2 |
ეს რეგლამენტი ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.
|
ჩაქვი, 21 დეკემბერი 2017 წ. N61-უ.ს.შ.ს. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები