ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 51
დოკუმენტის მიმღები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/12/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2017
ძალაში შესვლის თარიღი 05/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.167.016342
51
22/12/2017
ვებგვერდი, 27/12/2017
010250020.35.167.016342
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №51

2017 წლის 22 დეკემბერი

ქ. ლაგოდეხი

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი პუნქტის  „გ.ბ“  ქვეპუნქტის,  61-ე  მუხლის  მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული  აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის  25-ე  მუხლის   პირველი  პუნქტის   „ბ“  ქვეპუნქტის  შესაბამისად,   ლაგოდეხის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებასთან  დაკავშირებით ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის  მერიის „განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ  საქმეთა და სპორტის სამსახურის“ დებულების დამტკიცების შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის  22 ნოემბრის  №33  დადგენილება (www.matsne.gov.ge, 30/11/2017, 010250020.35.167.016324).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 5 თებერვლიდან.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკარლო ჯამბურია



დანართი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის დებულება

მუხლი 1. მუნიციპალიტეტის  განათლების, კულტურის, სპორტისა და  ახალგაზრდულ საკითხთა  სამსახური

1. მუნიციპალიტეტის  განათლების,  კულტურის,  სპორტისა  და ახალგაზრდულ  საკითხთა სამსახური(ტექსტში  შემდგომ  სამსახური)  არის მუნიციპალიტეტის  მერიის სტრუქტურული  ერთეული, რომელიც  უზრუნველყოფს  განათლების,  კულტურის,  სპორტის, ახალგაზრდულ საკითხთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.

2.  სამსახური  თავის  საქმიანობას  წარმართავს  საქართველოს  კანონმდებლობის,  მერიის დებულების,  ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.

4. სამსახურს აქვს ბლანკი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით.

მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სამსახურის საჯარო მოსამსახურეებისაგან.

2. სამსახურის  საქმიანობას  წარმართავს  სამსახურის  უფროსი,  რომლის უფლებამოსილებები  და სამსახურებრივი  ფუნქციები განისაზღვრება  მერიის  დებულების  მე-9 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა  აღწერილობით. უფროსის  არყოფნის  შემთხვევაში, მერის ბრძანებით  სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობების  განხორციელება  შეიძლება  დაევალოს  მერიის  ერთ-ერთ  თანამდებობის პირს/საჯარო მოხელეს.

3. სამსახურის საჯარო მოსამსახურეების უფლება-მოვალეობები  განისაზღვრება მერიის დებულების მე-18 მუხლით. სამსახურის საჯარო მოსამსახურეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.

4. სამსახურის  მოსამსახურეების მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების, მათ შორის, დაწინაურების,  გადაყვანისა  და  ა.შ.  წესები  განისაზღვრება  მერიის დებულებით,  ,,საჯარო  სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) განათლების,  კულტურისა და სპორტის  მუნიციპალური  პროგრამების  შემუშავებასა  და მისი განხორციელების კოორდინაციას;

ბ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მართვის მონიტორინგს;

გ)   მუნიციპალური   მუზეუმების,   თეატრების,   ბიბლიოთეკების   და   კულტურის   სხვა   დაწესებულებების მართვის მონიტორინგს;

დ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების მართვის მონიტორინგს;

ე) სპორტისა და  კულტურის საკითხებში მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და მისი განხორციელების კორდინაციას;

ვ)  მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების მართვას;

ზ) მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობას;

თ) წინადადებების შემუშავებას კულტურის, განათლების, სპორტისა და სხვა მსგავსი დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;

ი)   ადგილობრივ  დონეზე  ახალგაზრდული  პოლიტიკის  განვითარების  ხელშეწყობის  მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებს;

კ) ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლას, წინადადებათა შემუშავებას არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით;

ლ) ადგილობრივი თვითმყოფადობის,  შემოქმედებითი  საქმიანობისა და კულტურული მემკვიდრეობის     დაცვა და განვითარება;

მ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.