,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა ატესტაციისა და კონკურსის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 23 მაისის N100 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 01-273
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 25/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 15/03/2019
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.030.016171
01-273
25/12/2017
ვებგვერდი, 26/12/2017
010320040.22.030.016171
,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა ატესტაციისა და კონკურსის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 23 მაისის N100 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01-273

2017 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა ატესტაციისა და კონკურსის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 23 მაისის №100 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-8 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობების შემოღების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №310 დადგენილებაში ცვლილების შეტანისა და თანმდევ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 დეკემბრის №548 დადგენილების მე-7 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა ატესტაციისა და კონკურსის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 23 მაისის N100 ბრძანებას (სსმ III, 23.05.2008, №75, მუხ.815) დაემატოს 32 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,32. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში „საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობების შემოღების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის N310 დადგენილებაში ცვლილების შეტანისა და თანმდევ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 დეკემბრის №548 დადგენილების ამოქმედებამდე დასაქმებული პირების საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატიურ თანამდებობებზე დანიშვნის მიზნით შიდა კონკურსის ჩატარების წესი (დანართი №4).“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეო საქმეთა მინისტრიმიხეილ ჯანელიძე