თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/12/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.163.016368
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
16
22/12/2017
ვებგვერდი, 03/01/2018
010250020.35.163.016368
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
თელავის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (03/01/2018 - 24/03/2020)

 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №16

2017 წლის 22 დეკემბერი

ქ. თელავი

 

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის თანდართული დებულება.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 08 აგვიტოს №4 დადგენილება „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 15/08/2014, 010250020.35.176.016004).
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს    2015 წლის 18 მარტის №23 დადგენილება „თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 19/03/2015, 010250020.35.163.016262).
მუხლი 4
დადგენილება  ძალაშია  გამოქვეყნებისთანავე.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილი თხლაშიძე



დანართი
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს დებულება განსაზღვრავს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის (შემდგომში-სამსახური) დანიშნულებას, ფუნქციებს და უფლებამოვალეობებს.

2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს „საქართველოს კონსტიტუციით“, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

3. სამსახური ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

4. სამსახურს აქვს ბეჭედი, იყენებს მერიის ტიტულიან ბლანკს, საკუთარი დასახელების  აღნიშვნით.

მუხლი 2. სამსახურის  ფუნქციები

1.  მერიის სტრუქტურული ერთეულების კოორდინაცია და უზრუნველყოფა საჭირო ინფორმაციით;

2.   მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან ურთიერთობა;

3.  მერიის  მუშაობის შედეგების  საინფორმაციო ბაზის წარმართვა  და ანალიზი;

4.  საქმეთა ნომენკლატურის შედგენა და დაარქივება;

5. დოკუმენტაციის შეუფერხებელი ბრუნვის უზრუნველყოფა და შესრულებაზე კონტროლი;

6.  შეხვედრებისა და თათბირების ორგანიზება;

7. ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის წარმოება.

8. მერიის ბლანკების, საქმისწარმოებისათვის საჭირო ბეჭდების და  შტამპების გამოყენების კონტროლის უზრუნველყოფა;

9. შინაგანაწესის შესრულების კონტროლი;

10.  მუნიციპალიტეტის ვებ - გვერდის ადმინისტრირება;

11.  მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურება;

12.  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების მუშაობის ორგანიზება და მერის წარმომადგენელთა მონიტორინგი.

13. მერიის თანამდებობის პირების მოსახლეობასთან და მასობრივი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებთან შეხვედრების ორგანიზება, თელავის მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესახებ ყოველთვიური პრეს-დაიჯესტის მომზადება და გამოქვეყნება;

14. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

15. მუნიციპალიტეტის ორგანოების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფა;

16. მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების,  მერის და მერიის თანამდებობის პირების დავალებების შესრულება.

მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახურს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის - სამსახურის უფროსი.

2. სამსახური შედგება მეორადი სტრუქტურული ერთეულების - განყოფილებებისაგან.

3. სამსახურის  მეორადი სტრუქტურული ერთეულები - განყოფილებებია:

ა) მოქალაქეთა მომსახურების, საქმისწარმოების, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება;

ბ) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება;

გ) მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილება;

მუხლი 4. სამსახურის მართვა

1. სამსახურს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის-სამსახურის უფროსი, რომელსაც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი.

2. სამსახურის უფროსი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში:

ა)წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე;

ბ) წარუდგენს მერს წინადადებებს ადმინისტრაციული სამსახურის  საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოხელეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინალური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოხელეთა სამსახურებრივი მივლინებებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

გ) მერს პერიოდულად წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს,  რეკომენდაციებს და ანგარიშს შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;

3.    სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის  წინაშე.

4.    სამსახურის უფროსის არყოფნის ან/და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის მოვალეობას მერის დავალებით ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.

მუხლი 5. სამსახურის განყოფილების უფროსი

1. სამსახურის განყოფილების უფროსი არის მეორადი სტრუქტურული ერთეულის - განყოფილების ხელმძღვანელი, რომელსაც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი.

2. სამსახურის განყოფილების უფროსი:

ა) ანაწილებს ფუნქციებს  მისდამი დაქვემდებარებული განყოფილების მოხელეებს შორის და აძლევს მათ სათანადო მითითებებს;

ბ) ზედამხედველობას უწევს განყოფილების მოხელეებს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

გ) ხელს აწერს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტაციას;

დ) სამსახურის უფროსს აბარებს  ანგარიშს განყოფილების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

ე) ასრულებს ამ დებულებით  და მერიის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს;

მუხლი 6. სამსახურის  მოხელე

1. სამსახურის მოხელეს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ანთავისუფლებს მერი.

2. მოხელე  პასუხისმგებელია მერის და სამსახურის უფროსის წინაშე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე;

3. მოხელე  უზრუნველყოფს მერის, სამსახურის უფროსის, აგრეთვე  თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით დაკისრებული უფლება – მოვალეობების შესრულებას.

მუხლი 7. განყოფილებების ფუნქციები

1.  მოქალაქეთა მომსახურების, საქმისწარმოების, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ფუნქციებია:

ა) მერიის სტრუქტურული ერთეულების კოორდინაცია და უზრუნველყოფა საჭირო ინფორმაციით;

ბ)  მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან ურთიერთობა;

გ)  მერიის  მუშაობის შედეგების  საინფორმაციო ბაზის წარმართვა  და ანალიზი;

დ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენა და დაარქივება;

ე) დოკუმენტაციის შეუფერხებელი ბრუნვის უზრუნველყოფა და შესრულებაზე კონტროლი;

ვ) შეხვედრებისა და თათბირების ორგანიზება;

ზ) ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის წარმოება;

თ) მერიის ბლანკების, საქმისწარმოებისათვის საჭირო ბეჭდების და შტამპების გამოყენების კონტროლი;

ი) მუნიციპალიტეტის ვებ - გვერდის ადმინისტრირება;

კ) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურება;

ლ) კომუნიკაციის უზრუნველყოფა მერიის სტრუქტურულ ერთეულებს შორის, ასევე მერიის თანამდებობის პირთა კომუნიკაციის უზრუნველყოფა მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან  და სხვა იურიდიულ პირებთან;

მ) მერიის თანამდებობის პირების მოსახლეობასთან და მასობრივი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებთან შეხვედრების ორგანიზება, თელავის მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესახებ ყოველთვიური პრეს-დაიჯესტის მომზადება და გამოქვეყნება;

ნ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების მუშაობის ორგანიზება და მერის წარმომადგენელთა მონიტორინგი.

ო) მერიაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

პ) მერიის სტრუქტურულ ერთეულებში ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზების უზრუნველყოფა;

ჟ) მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურების მატერიალურ - ტექნიკური უზრუნველყოფა;

რ) საინფორმაციო - საკომუნიკაციო სისტემის გამართული ფუნქციონირება;

ს) საკრებულოსა და მერიაში არსებული საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობა, რემონტი და ტექნიკური მომსახურეობა;

2. ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ფუნქციებია:

ა) მერიის  საჯარო მოხელის  პროფესიული დონის ანალიზი, კადრების საჭიროებათა შესწავლა და საკადრო რესურსების გამოყენების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება; მოხელეთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზება; კვალიფიკაცია ასამაღლებელ მოხელეთა სიის შედგენა;

ბ) საკადრო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია;

გ) მერიის მოხელის პირადი საქმეების წარმოება;

დ) მერიის შტატგარეშე მოხელეებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება, მისი აღრიცხვა და კონტროლი ხელშეკრულებების პირობებზე;

ე) ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა და მისი წარმოება;

ვ) მერიის თანამდებობის პირთა მიერ კანონით დადგენილი დეკლარაციების წარდგენაზე მონიტორინგი;

ზ) თელავის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურებში ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის ჩატარების დროს მის ორგანიზებაში მონაწილეობა;

3. მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების ფუნქციებია:

ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების და მერის წარმომადგენელთა კოორდინირებული მუშაობის ხელშეწყობა და ორგანიზება;

ბ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში  მცხოვრები მოსახლეობისათვის მერიისა და საკრებულოს სამართლებრივი აქტების გაცნობა;

გ) ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობის ინფორმირებულობა განსახორციელებელი მუნიციპალური პროგრამების და პროექტების შესახებ;

დ)  მერის და მუნიციპალიტეტის სხვა თანამდებობის პირების საჯარო შეხვედრების  ორგანიზება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში;

ე) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება.

მუხლი 8. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების  შეტანის    წესი

სამსახურის დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.