„საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორმხრივი ვაჭრობის ხელშეწყობის სისტემის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

„საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორმხრივი ვაჭრობის ხელშეწყობის სისტემის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 560
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 480140000.10.003.020270
560
22/12/2017
ვებგვერდი, 26/12/2017
480140000.10.003.020270
„საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორმხრივი ვაჭრობის ხელშეწყობის სისტემის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №560

2017 წლის 22 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორმხრივი ვაჭრობის ხელშეწყობის სისტემის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

მუხლი 1
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2017 წლის 16 ნოემბერს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორმხრივი ვაჭრობის ხელშეწყობის სისტემის შესახებ“ შეთანხმება. 
მუხლი 2
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ;

ბ) შეატყობინოს ბელარუსის რესპუბლიკის მხარეს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი