დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, პირობით/უპირობო ელ. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპიური ფორმების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 აპრილის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32 |
| დოკუმენტის მიმღები | ხონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.119.016336 |
|
„ხონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, პირობით/უპირობო ელ. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 აპრილის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ხონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, პირობით/უპირობო ელ. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 აპრილის №16 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/05/2016წ., 010250020.35.119.016286) შეტანილ იქნეს ცვლილება და დანართი №3 ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით (დანართი №3 თან ერთვის).
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №3
|
ხონის მუნიციპალიტეტის მერია საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №
ეძლევა __________________________________________________________________ (მესაკუთრე და მისი მისამართი) მასზე, რომ მას გადაეცა საკუთრებაში _________________________________________________ (ქონების დასახელება და მისამართი), მიწის ფართობი (კვ.მ) საკუთრების საფუძველი ______________________________________________________
მოწმობა შედგენილია 4 (ოთხი) თანაბარ იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, ორი გადაეცემა ქონების შემძენს, რომელიც ერთ ეგზემპლარს წარუდგენს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს, ხოლო შემდეგი ორი ეგზემპლარი ინახება ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში. მოწმობა ძალაშია ხელშეკრულებასთან ერთად, რომელიც მოწმობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
გაცემულია 20-- წლის _____
ხონის მუნიციპალიტეტის მერი: ლადო ჯურხაძე
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები