,,ქურთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები ქურთას მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/12/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 11/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.146.016150
30
21/12/2017
ვებგვერდი, 26/12/2017
010250050.35.146.016150
,,ქურთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქურთას მუნიციპალიტეტი
 
ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №30

2017 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,ქურთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

,,ქურთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 იანვრის №2 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 05/01/2017, 010250050.35.146.016122) დამტკიცებულ 9¹ მუხლში განხორციელდეს ცვლილება:

„მუხლი 9¹ . მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახების საახალწლოდ სასურსათო პაკეტით  დახმარება

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ 77 (სამოცდაჩვიდმეტი) ოჯახს გაეწიოს სასურსათო  პაკეტით (ყველი (480გრ), შესქელებული რძე (370გრ) 2 ცალი, დაკონსერვებული ზეთისხილი (300გრ), ძეხვი 2 ცალი (300გრ და 400გრ), გამხმარი ხილი/კერკი (150გრ), ხილის წვენები (2ლ), ბარდა (400გრ), ხორცის კონსერვი (500გრ)   დახმარება“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქურთას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით თუთარაშვილი