დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 21 დეკემბრის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.148.016418 |
|
„გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 21 დეკემბრის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 21 დეკემბრის №47 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/12/2016; 190020020.35.148.016353) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
"; ბ) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
"; გ) დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 19,448.5 (ცხრამეტი მილიონ ოთხას ორმოცდარვა ათას ხუთასი) ლარის ოდენობით: (ათას ლარებში)
"; დ) დადგენილების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 15,836.7 (თხუთმეტი მილიონ რვაას ოცდათექვსმეტი ათას შვიდასი) ლარის ოდენობით: (ათას ლარებში)
"; ე) დადგენილების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 12,399.8 (თორმეტი მილიონ სამასოთხმოცდაცხრამეტი ათასს რვაასი) ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
"; ვ) დადგენილების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 10,320.6 (ათი მილიონ სამასოცი ათას ექვსასი) ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 10,570.6 (ათი მილიონ ხუთას სამოცდაათი ათას ექვსასი) ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
ბ) განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 250.0(ორას ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, მათ შორის: (ათას ლარებში)
"; ზ) დადგენილების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
"; თ) დადგენილების მე-15 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 15. გორის მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილება გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციების ნუსხა დამტკიცდეს გორის მუნიციპალიტეტის მერის მიერ და მასვე მიენიჭოს ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება.“; ი) დადგენილების მე-17 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი 2017 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვროს 0,0 (ნული) ლარის ოდენობით, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს გორის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.“; კ) დადგენილების მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00) პროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტში ხორციელდება სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის, წვევამდელთა ტრანსპორტირების ღონისძიებები.შეიარაღებულ ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა და სარეზერვო ძალების მობილიზება. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა(პროგრამული კოდით 02 01) პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამა გულისხმობს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევისა და სამედიცინო შემოწმების ორგანიზებას. აგრეთვე, ორგანიზებას უწევს სამობილიზაციო რესურსის, რეზერვისტების სპეციალურ აღრიცხვასა და მათ სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებულ ხარჯებს. პარალელურად, ახალგაზრდებთან მიმდინარეობს პატრიოტულ-აღმზრდელობითი მუშაობა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: სამხედრო აღრიცხვის სრულყოფილი კოორდინაცია და ორგანიზებული მომსახურება; გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამხედრო აღრიცხვასა და გაწვევაზე ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელების ხელშეწყობა; სამედიცინო შემოწმების შედეგებით ჯანმრთელი ახალგაზრდების სრულად გაწვევის უზრუნველყოფა."; ლ) დადგენილების მე-19 მუხლის მე - 2 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.ა) დეფექტური აქტების, პროექტების და ხარჯთაღრიცხვების მომსახურების დაფინანსება და საამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვა (პროგრამული კოდი 03 03 02) ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გორის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯაღთაღვრიცხო დოკუმენტაციის, ზედამხედველობისა და საექსპერტო მომსახურების შესყიდვა. ამასთანავე, ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017წ. 14 მარტის №480 განკარგულებაში 2017 წ. 22 ივნისს №1280 განკარგულებით შეტანილი ცვლილების საფუძველზე, დანართი №64-ის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის მერიისთვის დამატებით განისაზღვრა საპროექტო დოკუმენტაციისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვის თანხა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: სრულყოფილი პროექტების განხორციელება; დროის და ვადების ეფექტურად მართვა."; მ) დადგენილების მე-19 მუხლის მე - 4 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.ა) ახალგაზრდული ინიციატივებისა და პროექტების ხელშეწყობა და დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03 01) ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: გორის მუნიციპალიტეტის მერია, პროგრამის ფარგლებში, ფინანსურ დახმარებას გაუწევს ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც წარმოადგენს მიზნობრივ პროექტს, რომელშიც ნათლად იქნება ასახული ახალგაზრდული გარემოს გაუმჯობესება ან იქნება ორიენტირებული ახალგაზრდულ აქტივობებსა და ახალგაზრდების ინტელექტუალურ განვითარებაზე (ასაკი 14 – 29 წ). გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური აქტიურად უჭერს მხარს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს მიერ მხარდაჭერილ სასკოლო ოლიმპიადას, რომლის მიზანია სხვადასხვა მუნიციპალიტეტში აქტიური და პერსპექტიული ახალგაზრდების გამოვლენა შემდგომში სხვადასხვა სპორტულ კლუბში ჩასართავად. სასკოლო ოლიმპიადის ფარგლებში ყოველწლიურად ტარდება შეჯიბრებები შემდეგ სპორტულ სახეობებში: ფრენბურთი, მინიფეხბურთი, კალათბურთი, ხელბურთი, გეზრბენი, მაგიდის ჩოგბურთი, ბანდმიქტონი და მხიარული სტარტები. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული განყოფილება საჯარო სკოლებისა, თუ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისათვის, ამავე დროს სამეურნეო საქმიანობაში და სხვა სფეროში დაკავებული ახალგაზრდებისათვის გეგმავს სხვადასხვა სახის აქტივობებს, რომელთა მიზანია მათი სულიერი და ფიზიკური განვითარების ხელშეწყობა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ნიჭიერი ახალგაზრდების სტიმულის ზრდა და მათი ნიჭის განვითარება."; ნ) დადგენილების მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 20. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებებიგანისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
". | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები