დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ჭიათურის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის განსაზღვრის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 37 |
დოკუმენტის მიმღები | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 22/12/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2017 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2018 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.129.016250 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (28/12/2017 - 26/01/2018)
|
ჭიათურის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის განსაზღვრის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ა“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
განისაზღვროს ჭიათურის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი თანდართული სახით (დანართი №1).
|
მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ჭიათურის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის განსაზღვრის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 თებერვლის №1 დადგენილება (სსმ, 07/02/2017; სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.129.016214).
|
მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი №1
|
ჭიათურის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი
|
თავი I
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
|
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს ჭიათურის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი შემდეგი სახით:
|
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება შემდეგი სახით:
|
მუხლი 3.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 13178400 ლარის ოდენობით:
|
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის გადასახადები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები შემდეგი სახით:
|
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 5647300 ლარის ოდენობით:
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 4451100 ლარის ოდენობით:
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 10727635 ლარის ოდენობით:
|
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 2450765 ლარის ოდენობით; მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 2474365 ლარის ოდენობით შემდეგი რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 23600 ლარის ოდენობით:
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში შემდეგი სახით:
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 0,00 ლარის ოდენობით.
|
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლი |
1.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 0,00 ლარის ოდენობით. |
2.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 0,00 ლარის ოდენობით. |
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 100,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების შესაბამისად. |
მუხლი 13.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი
|
1.
დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 232,0 ათასი ლარი მიიმართოს: |
ა)
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 100,0 ათასი ლარი; |
ბ)
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 120,0 ათასი ლარი; |
გ)
„სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 5,0 ათასი ლარი; |
დ)
დევნილთა სოციალური დაცვა 7.0 ათასი ლარი. |
2.
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 14.
მოსახლეობის სოციალური დაცვა
|
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
თავი II
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 15.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1.0. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00)
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ქალაქის საცხოვრებელი უბნების ეზოების, დასასვენებელი პარკების, მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა, საყრდენი კედლებისა და გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 1.1. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება, ახალი/მეორეხარისხოვანი გზების, სასოფლო გზების და შიდასაუბნო გზების რეაბილიტაცია. ასევე განხორციელდება საბაგირო გზის დაფინანსება. 1.1.1. გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოვლა-შენახვის ხარჯები (პროგრამული კოდი 03 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ჭიათურაში გზების მოასფალტება შემდეგ ქუჩებზე: გაგარინის ქუჩის გზის დარჩენილი მონაკვეთები, თორღვაშვილის ქ.N2,4,6,8 და 10, ჭანტურიას ქუჩა N4-14 და მეოთხე ბაღთან მისასვლელი, წმ.გერმანეს ქუჩა კერძო სახლებთან, საჭოს ქუჩის დარჩენილი მონაკვეთები, ბელიაშვილის ქუჩის დარჩენილი მონაკვეთები, კოსტავას ქუჩის N27-ის შესახვევი, ჩაჩანიძის ქუჩის ჩიხი კერძო სახლებთან. აგრეთვე დაგეგმილია ჭავჭავაძის ქუჩის ტროტუარის კეთილმოწყობა, რეგიონალური განვითარების ფონდიდან გზების რეაბილიტაციისათვის განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსება და საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები, კერძოდ: ქალაქის ტერიტორიაზე საბაგირო სადგურების მიმდებარედ (ტაბიძის, წმ. გიორგის, აღმაშენებლის,თხელიძის და 9 აპრილის ქუჩებზე), ჩაჩანიძის, 9 აპრილის, ლეჟუბნის, ტაბიძის, ჭანტურიას, ერისთავის, აღმაშენებლის, იაშვილის, თხელიძის, ყაზბეგის, მაღაროელთა მოედნის ქუჩების და სოფლების: წინსოფელი ჭილოვანის დამაკავშირებელი გზის, სოფელ ცხრუკვეთის (1200 მ2 გზის მობეტონების) და სოფელ ჭილოვანის (მუხების უბნის მისასვლელი). 1.1.2. მილსადენი და სხვა სახის სპეციალური ტრანსპორტი (პროგრამული კოდი 03 01 03) ვინაიდან ჭიათურა წარმოადგენს მთაგორიან ადგილს, მოსახლეობის გადაადგილებისათვის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს საბაგირო გზა. საბაგირო გზის რეაბილიტაციის დასრულებამდე შპს „ჭიათურბაგირგზები“ უზრუნველყოფს საბაგირო გზის მიმართულებით მოსახლეობის სატრანპორტო მომსახურებას ავტოტრანსპორტით. 1.2. კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მრავალსართულიანი სახლების კეთილმოწყობა, გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული გარე განათების ქსელის მოვლა-შენახვა, უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება და მაწანწალა ცხოველებისგან დაცვა, განხორციელდება საყრდენი კედლის აღდგენა და საბინაო ამხანაგობების დაფინანსება.ზამთრის პერიოდში განხორციელდება გზების ტექნიკური მარილით დამუშავება და ჭარბი თოვლისაგან გაწმენდა. 1.2.1. წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01) მოსახლეობის წყალმომარაგებით უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ძირითად საზრუნავს წარმოადგენს. ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია სოფელ ნავარძეთში (სერის უბანი) და სოფელ სკინდორში. 1.2.2. სანიაღვრე არხები (პროგრამული კოდი 03 02 02 ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სანიაღვრე არხების რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები ცენტრალურ გზაზე (პირველი სკოლა-მემორიალის მონაკვეთზე). 1.2.3. დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 03) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა, სანიაღვრე არხების გაწმენდა,სკვერებისა და გარე განათების მოვლა-შენახვა. ასევე მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების შიდა ბუნკერების და გარე ქსელის ბუნკერების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გათავისუფლება. ქვეპროგრამის ფარგლებში ზამთრის პერიოდში განხორციელდება გზების ტექნიკური მარილით დამუშავება, ხოლო დიდთოვლიანობის შემთხვევაში გზების თოვლისგან გაწმენდა. მუნიციპალიტეტში მაწანწალა ცხოველების არსებობა სხვადასხვა ვირუსული დაავადების და ცოფის გავრცელების ძირითად საფრთხეს წარმოადგენს, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ცხოველების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალიზირებულ თავშესაფარში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება. ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ა(ა)იპ „ჭიათურის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრის“ დაფინანსება. 1.2.4. საყრდენი კედლის მოწყობა (პროგრამული კოდი 03 02 04) ჭიათურის მთაგორიანი მდებარეობის გამო მოსახლეთა ტერასული დასახლებიდან გამომდინარე საყრდენი კედლები მნიშვნელოვან როლს ასრულებს საცხოვრებელი თუ ინფრასტრუქტული ობიექტების შეკავებისათვის. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია საყრდენი კედლის აღდგენა აღმაშენებლის, წმ. გიორგის და თბილისის ქუჩებზე. 1.2.5. მუნიციპალიტეტის ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ლიფტების აღდგენა ქალაქის ტერიტორიაზე. ვინაიდან აღნიშნული პროგრამის განხორციელება დაკავშირებულია მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ამხანაგობებთან თანადაფინანსების (ლიფტის აღდგენის ღირებულების 10%-ის დაფინანსება უნდა განხორციელდეს მათ მიერ) პრინციპით, აღდგება იმ მრავალსართულიანი სახლის ლიფტი, რომელიც აღნიშნულ პირობას დააკმაყოფილებს. აგრეთვე განხორციელდება მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლებისათვის სახურავი მასალის შეძენა. 1.2.6. გარე განათების აღდგენა (პროგრამული კოდი 03 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია გარე-განათების მოწყობა ქალაქის ტერიტორიაზე დარჩენილი ქუჩებისა და ჩიხების. 1.3. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) მუნიციპალიტეტის მცხოვრებთა ჯანსაღი დასასვენებელი გარემოს შექმნა ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული სკვერებისა და პარკების კეთილმოწყობა. 1.3.1. მწვანე ნარგავების განაშენიანება, სკვერების მოვლა-პატრონობა (პროგრამული კოდი 03 03 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქის ტერიტორიაზე იაშვილისა და ნინოშვილის (ე.წ. სიგულდას პარკი) ქუჩებზე სკვერების მშენებლობა-რეაბილიტაცია. 2.0. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. სკოლამდელი განათლების გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება ისეთი პროგრამების დაფინანსება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას. 2.1. სკოლამდელი განათლება (პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს ა(ა)იპ „ჭიათურის მუნიციპალიტეტის გაერთიანებული საბავშვო ბაღი“, რომელიც აერთიანებს 28 საბავშვო ბაღს, სადაც განათლებას იღებს 1650-დე ბავშვი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ააიპ გაერთიანებული საბავშო ბაღის №1,2,3,4,7 განყოფილებების ეზოების რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები, №6,9,10,11 განყოფილებების და კაცხის განყოფილების შენობის საპროექტო სამუშაოები. 3.0. კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარებასთან ერთად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გატარდება ღონისძიებები. 3.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული სკოლებისა და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 2018 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრება და დაფინანსდება: ა) ა(ა)იპ №27 კომპლექსური სასპორტო სკოლა; ბ) ა(ა)იპ რაგბის სპორტული სკოლა; გ ) ა(ა)იპ ბავშვთა და მოზარდთა საფეხბურთო სკოლა; 3.1.1. სპორტული ობიექტების დაფინანსება (პროგრამის კოდი 05 01 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგემილია ა(ა)იპ №27 კომპლექსური სასპორტო სკოლის დაფინანსება რომელიც აერთიანებს ძიუდოს, კრივის, მინი ფეხბურთის, ტაეკვანდოს, მძლეოსნობის, ცურვის, მაგიდის ჩოგბურთის, კალათბურთის, ფარიკაობის, კლასიკური ჭიდაობის, თავისუფალი ჭიდაობის, ქართული ჭიდაობის და ჭადრაკის სპორტულ წრეებს, სადაც გაერთიანებულია 560 სპორტსმენი. საკუთარი შემოსავალი განისაზღვრება აბონომენტებიდან და ბილეთებიდან (საცურაო აუზი) რომლითაც ძირითადად ფინანსდება ოფისის, სამედიცინო და სხვა ხარჯი. ქვეპროგრამის ფარგლებში ასევე ფინანსდება რაგბის სპორტული სკოლა, რომელიც აერთიანებს 108 სპორტსმენს. 2016 წლიდან სკოლაში ფუნქციონირებს სპორტული გუნდი, რომელიც მონაწილეობას იღებს რეგიონალურ ჩემპიონატში. ყველა ხარჯს აფინანსებს მუნიციპალიტეტი; ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ბავშვთა და მოზარდთა საფეხბურთო სკოლა, სადაც ვარჯიშობს 200-მდე ბავშვი. ყველა ხარჯს აფინანსებს მუნიციპალიტეტი; ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ცხაურების მოწყობა ნაგუთის საფეხბურთო მოედანზე და განხორციელდება საცურაო აუზის რეაბილიტაცია (ე.წ. ც.დ.ფ-ს სპორტულ კომპლექსზე). 3.2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 2018 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება: ა) სსიპ ჭიათურის სასწავლო-საგანმანათლებლო და კულტურულ-შემოქმედებითი ცენტრი, ბ) ა(ა)იპ №1 მუსიკალური სკოლა, სადაც სწავლობს 317-მდე მოსწავლე; გ) ა(ა)იპ №2 მუსიკალური სკოლა, სადაც სწავლობს 193-მდე მოსწავლე; დ) ა(ა)იპ სამხატვრო სკოლა. სადააც სწავლობს 35-მდე მოსწავლე; ე) ა(ა)იპ ცენტრალური ბიბლიოთეკა; 3.2.1. კულტურის ობიექტების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია №1 და №2 სამუსიკო სკოლების დაფინანსება, სადაც მუსიკალურ განათლებას იღებს 510 ბავშვი, აქედან: სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვები 151 მოსწავლე, ლაურეატი 103 მოსწავლე, მრავალშვილიანი 56 მოსწავლე, ობოლი 20მოსწავლე, ლტოლვილი 14 მოსწავლე და ესტრადისა და ფოლკლორის 54 მოსწავლე განთავისუფლებულნი არიან სწავლის ქირის გადასახადისგან. სწავლის გადასახადი ერთ ბავშვზე შეადგენს 15 ლარს თვეში. გადასახდს იხდის 112 მოსწავლე. სწავლის საფასური შეადგენს 15 ლარს. საკუთარი სახსრებით ნაწილობრივ ფინანსდება ხელფასი, ოფისის და სხვა ხარჯები. სუბსიდიით ფინანსდება ხელფასები და სხვა მიმდინარე ხარჯი. ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ა(ა)იპ სამხატვრო სკოლა, სადაც სამხატვრო განათლებას იღებს 35 ბავშვი. ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მთლიანად ფინანსდება ააიპ ცენტრალური ბიბლიოთეკა, რომელიც მოიცავს 23 ბიბლიოთეკას. ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ჭიათურის სასწავლო-საგანმანათლებლო და კულტურულ-შემოქმედებითი ცენტრი, რომელიც აერთიანებს სამუსიკო და საცეკვაო წრეებს, მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, მომღერალთა გუნდებს. ცენტრის საკუთარი სახსრებით ფინანსდება ხელფასი და ოფისის ხარჯები. სუბსიდიით ფინანსდება ხელფასის, ოფისის და სხვა მიმდინარე ხარჯი. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება №1 და №2 სამუსიკო სკოლების შიდა სარემონტო სამუშაოები, აგრეთვე განხორციელდება კულტურის სახლის ფასადის რეაბილიტაცია. 3.3. ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება საქართველოს ღირსშესანიშნაობებისა და ისტორიული ძეგლების დასათვალიერებლად მგზავრობის ხარჯები, ინტელექტუალურ-შემოქმედებითი ღონისძიებები, დასვენება გამაჯანსაღებელ ბანაკებში, წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილდოვება, წარმატებული ახალგაზრდების დაფინანსება, წარმატებულ სპორტსმენთა მწვრთნელების დაჯილდოვება, რეგიონალური და მუნიციპალურ ტურნირებში მონაწილე გუნდების და ინდივიდუალურად გამარჯვებული სპორტსმენების დაჯილდოვება, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოვება,ახალგაზრდული ინიციატივების დაფინანსება, საქართველოს კუთხეების ღირსშესანიშნაობების დათვალიერება. 3.4. რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე ზოგიერთ ტაძარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები. 4.0. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათების უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 4.1. ჯანდაცვის პროგრამები (პროგრამული კოდი 06 00) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, აღნიშნულ ფარგლებში დაფინანსდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური, კერძოდ: ა) არსებობის შემთხვევაში ცოფის კერის ლიკვიდაცია და დაკბენილი მოსახლეობის ზუსტი აღრიცხვა, სასწრაფო შეტყობინების სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება; ბ) დაავადებათა გავრცელების ეტაპობრივი შემცირება მისი კონტროლის გზით. ეპიდსიტუაციის გამწვავების დროული გამოვლენის ხელშეწყობა და მათზე სწრაფი რეაგირება, პროფილაქტიკურ ღონისძიებათა გატარება; გ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის და ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების ზემოქმედებაზე მოსახლეობის ინფორმირების გზით ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა; დ) სადერატიზაციო სამუშაოების ჩატარება საცხოვრებელი სახლების სარდაფებსა და ბუნკერებში (კერძო სექტორის გარდა) და ამის საფუძველზე ქალაქში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება; ე) ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი ინფექციური და არაგადამდები დაავადებებისა და მასობრივი მოშხამვების, აგრეთვე პროფესიული დაავადებების თავიდან აცილება; ვ) მუნიციპალიტეტში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური მგომარეობის მონიტორინგი, მოსახლეობისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიებზე ადამიანისათვის საშიში და შხამიანი ცხოველების ცხოველმყოფელობის დადგენისა და გაუვნებელყოფის ღონისძიებები. 4.1.1. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა (06 01) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ა(ა)იპ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჭიათურის მუნიციპალური სამსახურის“ დაფინანსებას. 4.2. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას, დევნილთა და ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახების დახმარებას, სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდება შემდეგი სოციალური პროგრამები: ა) ავადმყოფთა სოციალური დაცვა; ა.ა) სამკურნალო და საოპერაციო ხარჯების დაფინანსება; ა.ბ) ჰემოდიალიზსა და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პირთა დახმარება; ა.გ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარება; ბ) ხანდაზმულთა დახმარება; გ) ომის ვეტერანის სარიტუალო მომსახურება; დ) ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა; ე) სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულთა დახმარება; ვ) დევნილთა სოციალური დაცვა ( დაახლოებით 110 ბენეფიციარი); ზ) ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახების დახმარება; თ) ომის ვეტერანთა დახმარება; ი) მარჩენალდაკარგულ პირთა დახმარება; კ) მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებში მცხოვრებ ოჯახთა დახმარება; ლ) უმწეო და მიუსაფარ ადამიანთა უფასო სასადილოთი მომსახურება; 4.2.1. ავადმყოფთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 01) 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სამედიცინო მომსახურების ხარჯები: ა) გადაუდებელი და გეგმიური სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ხარჯები, რომელთა ფინანსურ უზრუნველყოფას არ ითვალისწინებს მოქმედი საყოველთაო სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამა, ჯანმრთელობის დაცვის სხვა სახელმწიფო პროგრამები და კერძო სამედიცინო სადაზღვევო კომპანიების მოქმედი პროგრამები. დაფინანსება მუნიციპალიტეტის მხრიდან განხორციელდება ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხის 40%-ით, წლის განმავლობაში არაუმეტეს 2500 ლარის ოდენობით; ბ) ექიმის დანიშნულების მიხედვით სამედიცინო ლაბორატორიულ-ინსტრუმენტალური გამოკვლევების, მათ შორის მაღალტექნოლოგიური კვლევის ხარჯები. ასევე დაფინანსდება იმ ექიმი სპეციალისტის კონსულტაცია, რომელიც აუცილებელია კონკრეტული ლაბორატორიულ-ინსტრუმენტალური თუ მაღალტექნოლოგიური კვლევის განხორციელების პროცესში. დაფინანსება მუნიციპალიტეტის მხრიდან განხორციელდება ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხის 50%-ით, წლის განმავლობაში არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით; გ) ამბულატორიულ ან/და სტაციონარულ დონეზე ჩასატარებელი გეგმიური სამედიცინო სამკურნალო/ სარეაბილიტაციო პროცედურების ხარჯები, მხოლოდ ნერვკუნთოვანი დაზიანების მქონე პაციენტებისათვის 0-დან 14 წლამდე, ხოლო მოზრდილებისათვის მძიმე ფორმის შეძენილი ნერვკუნთოვანი დაავადების ან/და ტრავმის შედეგად განვითარებული ნერვკუნთოვანი დაზიანების შემთხვევაში. დაფინანსება მუნიციპალიტეტის მხრიდან განხორციელდება ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხის 40%-ით, წლის განმავლობაში არაუმეტეს 2500 ლარის ოდენობით; დ) ონკოლოგიურ ავადმყოფთა ამბულატორიულ-სტაციონარული მკურნალობა, კერძოდ: ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, სხივური თერაპია, რომელთა ფინანსურ უზრუნველყოფას არ ითვალისწინებს მოქმედი საყოველთაო სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამა, ჯანმრთელობის დაცვის სხვა სახელმწიფო პროგრამები და კერძო სამედიცინო სადაზღვევო კომპანიების მოქმედი პროგრამები. დაფინანსება მუნიციპალიტეტის მხრიდან განხორციელდება ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხის 40%-ით, წლის განმავლობაში არაუმეტეს 2500 ლარის ოდენობით; ე) მშობიარობის, გართულებული მშობიარობისა და სამედიცინო ჩვენებით საკეისრო კვეთის დამატებითი ხარჯი, რომელიც არ ანაზღაურდება მოქმედი სახელმწიფო და კერძო სამედიცინო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში. დაფინანსება მუნიციპალიტეტის მხრიდან განხორციელდება ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხის 40%-ით, წლის განმავლობაში არაუმეტეს 2500 ლარის ოდენობით. 2. დახმარების მიმღებია ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქე. 3. ჰემოდიალიზსა და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პირთა დახმარება, გაიცემა ყოველთვიურად 120 ლარის ოდენობით თითოეულ ბენეფიციარზე. აღნიშნული დახმარებით სარგებლობენ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამავე დროს ფაქტობრივად მცხოვრები პირები, რომლებიც დაავადებულნი არიან თირკმლის ტერმინალური უკმარისობით და წარმოადგენენ ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებს. 4. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარება მიეცემა: ა) ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, კომუნალური გადასახადების გადახდის უზრუნველსაყოფად. აღნიშნულ ბენეფიციართა კატეგორიას დახმარება მიეცემა სეზონის მიხედვით: 1 ნოემბრიდან 1 მაისამდე - ყოველთვიურად 30 ლარის ოდენობით; 1 მაისიდან 1 ნოემბრამდე - ყოველთვიურად 20 ლარის ოდენობით. ბ) ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. აღნიშნულ ბენეფიციართა კატეგორიას დახმარება მიეცემა წლის განმავლობაში ერთჯერადად - 100 ლარის ოდენობით, გ) ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით განსაზღვრულ სიცოცხლისათვის საშიშ და „2016 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილების დანართი 17.2-ით განსაზღვრულ იშვიათი დაავადების მქონე მოქალაქეებს. აღნიშნულ ბენეფიციართა კატეგორიას დახმარება მიეცემა წლის განმავლობაში ერთჯერადად 150 ლარის ოდენობით, მხოლოდ დაავადების პირველი ტიპის მქონე პაციენტებს. სიცოცხლისათვის საშიში დაავადების მქონე პაციენტების სარეიტინგო ქულა უნდა არემატებოდეს 120000 ქულას. დ) ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ, რადიაქტიური ნივთიერების ზემოქმედების შედეგად დაავადებულ, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს. აღნიშნულ ბენეფიციართა კატეგორიას დახმარება მიეცემა წლის განმავლობაში ერთჯერადად 100 ლარის ოდენობით. 4.2.2. ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯი (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, ავღანეთის ომის და მეორე მსოფლიო ომის მებრძოლთა დაღუპვის შემთხვევაში სარიტუალო მომსახურებისათვის დახმარების გაწევა. თანხის ოდენობა შეადგენს 250 ლარს. 4.2.3. უფასო სასადილო (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი, ფიზიკური ან/და გონებრივი შეზღუდვის მქონე პირების და მარტოხელა პირების (რომელთა ყოველთვიური შემოსავალი სახელმწიფოს მიერ დადგენილ საარსებო მინიმუმზე ნაკლებია და რომელსაც არ აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და სოფლის შინამეურნეობისაგან შემოსავალი) კვებით უზრუნველყოფა. მომსახურება გაეწევა 165 ბენეფიციარს. 4.2.4. მოსახლეობის სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 04) 1. დევნილთა სოციალური დაცვა; ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული დახმარება გაეწევა დევნილებს. აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირებს დახმარება გაეწევა ერთჯერადად, თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 100 ლარს. 2. ტერიტორიული მთლიანობისათვი დაღუპულთა ოჯახების დახმარება; ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევათ საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა და ომის შემდეგ გარდაცვლილთა ოჯახებს,დახმარება გაიცემა ერთჯერადად, თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 200 ლარს. 3. მარჩენალდაკარგულთა დახმარება; ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარება მიეცემა მარჩენალდაკარგულ პირს(ერთ-ერთი ან ორივე გარდაცვლილი მშობლის შვილს (შვილებს) 18 წლის ასაკის მიღწევამდე). წლის განმავლობაში ერთჯერ 100 ლარის ოდენობით. 4. ხანდაზმულთა დახმარება; ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარება მიეცემათ ხანდაზმულებს (95 წელი და ზევით) ერთჯერადად წელიწადში 500 ლარის ოდენობით. 4.2.5 ოჯახების და ბავშვების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 05) 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა შემდეგი სახის დახმარება: ა) პირველი და მეორე შვილის დაბადებისას – 100 ლარი; ბ) მესამე შვილის დაბადებისას – 150 ლარი; გ) მეოთხე და შემდგომი შვილის დაბადებისას – 200 ლარი. მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებზე (4 და მეტი შვილი) გაიცემა ერთჯერადი დახმარება 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე 50 ლარის ოდენობით, ხოლო ბავშვს, რომელიც აგრძელებს სწავლას უმაღლეს ან პროფესიულ სასწავლებელში დახმარების მიცემა გაუგრძელდება 22 წლამდე. 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარება მიეცემა ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფაქტობრივად მცხოვრებ შემდეგ ოჯახებს: ა) შემოსავლის გარეშე მყოფ მარტოხელა მშობელს ან მეურვე/მზრუნველს, რომლებსაც ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი (შვილები); ბ) შემოსავლის გარეშე მყოფ არასაპენსიო ასაკის მარტოხელა პირებს, რომელსაც არ ჰყავს მეუღლე და შვილები; გ) შემოსავლის გარეშე მყოფ უსახლკარო ოჯახებს, რომელთაც არ გააჩნიათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი; დ) შემოსავლის გარეშე მყოფ, უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახებს, რომლებსაც ჰყავთ არასრულწლოვანი ბავშვი (ბავშვები); ბენეფიციარებს დახმარება მიეცემა წლის განმავლობაში ერთჯერადად 150 ლარის ოდენობით. ე) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა დახმარება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე იმ მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებში მცხოვრებ ოჯახებზე, რომელთა ბინის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და საფრთხის შემცველია ადამიანის ჯანმრთელობისათვის დასიცოცხლისათვის. დახმარება გაიცემა საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე უნაღდო ანგარიშსწორებით, ყოველთვიურად დროებითი გამოსახლების დღიდან პრობლემის აღმოფხვრისათვის საჭირო შესაბამისი ქმედითი ღონისძიებების განხორციელებამდე, შემდეგი სახით: ა) ერთ და ორ სულიან ოჯახებზე – 100 ლარის ოდენობით; ბ) სამ და ოთხ სულიან ოჯახებზე – 150 ლარის ოდენობით; გ) ხუთ და მეტსულიან ოჯახებზე – 200 ლარის ოდენობით; 4.2.6. სტიქიური უბედურების შედეგად მიყენებული ზიანის ხარჯი (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული დახმარება გაიცემა სტიქიური მოვლენების და სხვა დაუძლეველი ძალის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალური დაცვისათვის, რომელსაც დაუზიანდა საცხოვრებელი სახლი ან/და სხვა დამხმარე შენობა-ნაგებობა ან რომელმაც მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ხოლო მოქალაქის გარდაცვალების შემთხვევაში- გარდაცვლილის ოჯახი. საცხოვრებელი სახლის დაზიანების შემთხვევაში დახმარების მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 5000 ლარს. დამხმარე შენობა-ნაგებობის შემთხვევაში დაზიანების შემთხვევაში დახმარების მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 1000 ლარს. 4.2.7. ომის ვეტერანთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული დახმარება ერთჯერადად მიეცემა მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს 500 ლარის ოდენობით. ავღანეთის ომის მონაწილეებს, საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლებს დახმარება გაეწევათ ერთჯერადად; თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 200 ლარს. 5. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ჭიათურის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 5.1. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ჭიათურის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. |
მუხლი 16.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელები შემდეგი სახით:
|
დოკუმენტის კომენტარები