დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის N19-59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 7-11 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 22/12/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/12/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 010260050.35.101.016440 |
|
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის N19-59 დადგენილებით (ვებგვერდი, 24/12/2014; სარეგისტრაციო კოდი 010260050.35.101.016075) დამტკიცებულ რეგლამენტში შევიდეს ცვლილება:
1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. მთავრობის სხდომაზე განსახილველი აქტის პროექტს უნდა ერთოდეს განმარტებითი ბარათი, რომელშიც აისახება ზოგადი ინფორმაცია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის შესახებ, მისი მიღების მიზეზი და მიზანი, საჭიროების შემთხვევაში, იმ შედეგების საფინანსო-ეკონომიკური გაანგარიშება, რომლებსაც გამოიწვევს წარდგენილი პროექტის მიღება, განმარტებით ბარათში აღინიშნება აგრეთვე პროექტის ავტორი (ავტორები) და წარმდგენი.“. 2. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მთავრობა უფლებამოსილია, სხდომაზე მიიღოს გადაწყვეტილება დღის წესრიგში ცვლილებების (საკითხის დამატების, ამოღების, გადატანის, რიგითობის შეცვლის) შეტანის თაობაზე, კანონმდებლობის შესაბამისად.“. 3. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მთავრობის სხდომაზე განსახილველ საკითხს მოხსენების სახით წარადგენს თბილისის მერი ან მთავრობის სხვა წევრი, ხოლო თბილისის მერიის იმ სტრუქტურული ერთეულის ინიცირებულ საკითხს, რომლის ხელმძღვანელი არ არის მთავრობის წევრი, წარადგენს ამავე სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები