დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №51 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 73 |
| დოკუმენტის მიმღები | სენაკის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.108.016353 |
|
,,სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №51 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“
საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
,,სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №51 დადგენილებაში (www. matsne.gov.ge; 16/11/2017; სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.108.016331) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დებულების თავის დასახელება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი II მერიის თანამდებობის პირები და მათი უფლებამოსილებები“; ბ) დებულების მე-5 მუხლის სათაური და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 5. მერიის თანამდებობის პირები 1. მერიის თანამდებობის პირები არიან:“; გ) დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. მერის არჩევა, მერიის თანამდებობის პირების დანიშვნა, მერის გადაყენება, მერიის თანამდებობის პირების უფლებამოსილებების შეჩერება და შეწყვეტა, თანამდებობრივი შეუთავსებლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი”, საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონით და ამ დებულებით.“; დ) დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,დ.ბ) საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობისა და მასში გაწევრების შესახებ; მეწარმე იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ;“; ე) დებულების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონით და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.“; ვ) დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. მერია შედგება მერიის თანამდებობის პირებისა და სტრუქტურული ერთეულებისაგან.“; ზ) დებულების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მერიის თანამდებობის პირებისგან, სტრუქტურული ერთეულებისაგან, მერის წარმომადგენლებისაგან და აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან;“; ,,ზ) დადგენილი წესით ისარგებლოს შვებულებით პროფესიული განვითარებისათვის;“; თ) დებულების 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) მერის უფლებამოსილება, შეიმუშაოს საკრებულოს სამართლებრივი აქტის პროექტი;’’; ი) დებულების 35-ე მუხლის მე-3 პუნქტი, ამავე პუნქტის ,,ა“ და ,,ტ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. მერიის საქმიანობის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობას უზრუნველყოფს მერიის ვებგვერდი, რომელზეც დადგენილი წესით უნდა გამოქვეყნდეს:“; ა) მერის თანამდებობის პირების და მერიის მოხელის სამართლებრივი აქტები;“; ,,ტ) საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი სხვა საჯარო ინფორმაცია.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები