დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 64 |
| დოკუმენტის მიმღები | ცაგერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.116.016383 |
|
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ “ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №40 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/11/2017წ. სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.116.016359) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.“ 2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მერის არჩევა, მერის პირველი მოადგილის, მოადგილის(მოადგილეების) დანიშვნა, მერის გადაყენება, მერის პირველი მოადგილის, მოადგილის(მოადგილეების) უფლებამოსილებების შეჩერება და შეწყვეტა, თანამდებობრივი შეუთავსებლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი”, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” და „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონით და ამ დებულებით, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, როგორც თანამდებობის პირისა და ასევე პროფესიულ საჯარო მოხელის, დანიშვნის, გათავისუფლების, უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.“. 3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მერის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში მის მოვალეობას მერის უფლებამოსილების აღდგენამდე ან ახალი მერის არჩევამდე ასრულებს მერის პირველი მოადგილე, თუ მერის პირველი მოადგილე თანამდებობაზე დანიშნული არ არის – მერის მოადგილე, ხოლო თუ მერს ორი ან ორზე მეტი მოადგილე ჰყავს – მერის უხუცესი მოადგილე. თუ მერის პირველი მოადგილე ან მერის მოადგილე დანიშნული არ არის, მერის მოვალეობას მერის უფლებამოსილების აღდგენამდე ან ახალი მერის არჩევამდე ასრულებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით უფლებამოსილების შეჩერების შემთხვევაში მერის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო მერის პირველი მოადგილის თანამდებობაზე არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში − მერის მოადგილე.“ 4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მერია არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი დაქვემდებარებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს მერის უფლებამოსილების განხორციელებას. მერია შედგება სტრუქტურული ერთეულებისგან“ 5. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მერიის სტრუქტურული ერთეული უზრუნველყოფს მერის გადაწყვეტილებების შესრულებას, აგრეთვე შეიძლება შეიმუშაოს საკრებულოში წარსადგენი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები.“ 6. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლები ამოღებულ იქნას. 7. დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 მუხლი: „მუხლი 111. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე (სამსახურის უფროსის მოადგილე) 1.პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 2.პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე ასრულებს სამსახურის უფროსის მოვალეობებს სამსახურის უფროსის არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში. 3.პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე ანგარიშვალდებულია პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე.” 8. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (განყოფილების უფროსი) 1. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონისა და ამ დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 2. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი(სამსახურის უფროსი): ა) წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის (განყოფილების) საქმიანობას; ბ) უზრუნველყოფს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას; გ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს დასამტკიცებლად წარუდგენს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამუშაო გეგმებს; დ) ანაწილებს დავალებებს მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; ე) იღებს და აფასებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; ვ) ამზადებს და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს წარუდგენს ანგარიშებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ სამუშაო გეგმებით და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ; ზ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმისწარმოებას; თ) უზრუნველყოფს მოხელეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას; ი) უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფის ერთეულის მოხელეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას. დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინარული ზომების გამოყენების შესახებ; კ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (განყოფილების უფროსი) ანგარიშვალდებულია პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის წინაშე.“ 9. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მერის წარმომადგენელი წარმოადგენს პროფესიულ საჯარო მოხელეს, რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ნიშნავს და ათავისულებს მერი.’’ 10. დადგენილებით დამტკიცებული დებულების 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ს’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ს) საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი სხვა საჯარო ინფორმაცია“ 11. დადგენილებით დამტკიცებული დებულების 43-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 43. მერიის რეორგანიზაცია. მერიის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობით.’’. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები