თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 192
დოკუმენტის მიმღები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/12/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 270070000.35.157.016296
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
192
22/12/2017
ვებგვერდი, 27/12/2017
270070000.35.157.016296
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (27/12/2017 - 17/01/2018)

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №192

2017 წლის 22 დეკემბერი

ქ. თეთრიწყარო

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“  ქვეპუნქტის,  „დ.ე“ ქვეპუნქტის, 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 54-ე მუხლის „ა.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, 23-ე მუხლის  პირველი  პუნქტის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებულ მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილების საფუძველზე,  თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს  პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების     თანამდებობების რანგირება, თანამდებობრივი სარგოების ოდენობა და საშტატო ნუსხა დანართის  შესაბამისად
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ივლისის №179 დადგენილება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს  პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების  განსაზღვრის  შესახებ"  (www.matsne.gov.ge, 19.07.2017, სარეგ. კოდი: 270070000.35.157.016283).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე

დანართი 1
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს  პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების     თანამდებობების რანგირება, თანამდებობრივი სარგოების ოდენობა და საშტატო ნუსხა

რანგი/კატეგორია

თანამდებობა

საშტატო რიცხოვნობა

თანამდებობრივი სარგო

დაწესებულების ხელმღვანელი

 პოლიტიკური თანამდებობის პირი

საკრებულოს თავმჯდომარე

1

2650

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

1

2100

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

1900

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე

5

1900

საკრებულოს აპარატი

პირველი რანგი/მაღალი მმართველობითი დონე  

პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

1

1600

III რანგის   პირველი კატეგორია 

უფროსი სპეციალისტი

5

900

 III რანგის   II კატეგორია

უფროსი სპეციალისტი

4

900

III  რანგის   III კატეგორია 

უფროსი სპეციალისტი

1

850