„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №34 დადგნილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №34 დადგნილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 58
დოკუმენტის მიმღები გურჯაანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/12/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.166.016355
58
21/12/2017
ვებგვერდი, 25/12/2017
010250020.35.166.016355
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №34 დადგნილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №58

2017 წლის 21 დეკემბერი

ქ. გურჯაანი

 

„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №34 დადგნილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

 „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებგურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №34 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო : „www.matsne.gov.ge“, 24/11/2017, 010260020.35.166.016331) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დადგენილებით დამტკიცებული დებულების :

1. მე -11 მუხლის მე -4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„4. მერიის  სამსახურებია :

ადმინისტრაციული  სამსახურირომელსაც  აქვს  შემდეგი  განყოფილებები :

. ა) ადამიანური  რესურსების  მართვის  განყოფილება ;

.ბ) მოქალაქეთა  მომსახურებისა  და  საქმისწარმოების განყოფილება ;

.გ) საზოგადოებასთან  ურთიერთობის  განყოფილება .

. ) მერის წარმომადგენლებთან  ურთიერთობის  კოორდინაციის  განყოფილება ;

) შიდა  აუდიტის  სამსახური , რომელსაც  აქვს  შემდეგი  განყოფილებები :

.ა) ინსპექტირების განყოფილება ;

.ბ) კონტროლის განყოფილება .

  ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური ;

) სამხედრო  აღრიცხვისა  და  გაწვევის  სამსახური ;

) ეკონომიკის სამსახური , რომელსაც  აქვს  შემდეგი  განყოფილებები :

.ა) ქონების მართვისდა მატერიალურ -ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება ;

.ბ) შესყიდვების განყოფილება ;

. ) საგარეო ურთიერთობების , საერთაშორისო პროექტების და ტურიზმის განყოფილება ;

) საფინანსო -საბიუჯეტო სამსახური , რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილებები :

. ) ბიუჯეტის დაგეგმარების განყოფილება ;

. ) სახაზინო და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება .

) კულტურისგანათლებისსპორტისა  და  ახალგაზრდულ  საქმეთა  სამსახური , რომელსაც აქვს კულტურის და განათლების განყოფილება ;

) იურიდიული  სამსახური , რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილებები :

.ა) იურიდიული განყოფილება ;

.ბ)  ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილება .

) ინფრასტრუქტურის , სივრცითი მოწყობის , არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახური , რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილებები :

.ა) სივრცითი მოწყობის , მშენებლობის , არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება ;

.ბ) ინფრასტრუქტურის განყოფილება ;“

2. მე -12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

მუხლი  12. მერიის სტრუქტურული  ერთეულების  ძირითადი  ფუნქციები

1.ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია : მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა , მერიის საქმისწარმოების , საკადრო საკითხთა , ადამიანური რესურსების მართვის , მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის კოორდინაციის , აგრეთვე , მერიის საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის  უზრუნველყოფა .

2. შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია : მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფის , ფინანსების მართვის გაუმჯობესების , სახსრების , სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების , მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობის უზრუნველყოფა , მართვის პროცედურების მწარმოებლურობის , სამართლებრივი , ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია ; მენეჯერული და ფინანსური კონტროლის განხორციელება , ორგანიზაციული სტრუქტურის , მეთოდების და პროცედურების ანალიზი დაწესებულების მიერ თავის მიზნების მიღწევისა და საქმიანობის კანონიერად , ეკონომიურად , ეფექტიანად და პროდუქტიულად წარმართვის უზრუნველსაყოფად .

3. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ფუნქციებია :

ჯანმრთელობის , სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება ; უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათი  თავშესაფრით  უზრუნველყოფა .

4. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია : სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა .

5. ეკონომიკის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია : მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების , მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავება და დამტკიცებული დოკუმენტების განხორციელების კოორდინაცია , სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება და მუშავება , მუნიციპალიტეტის  ქონების  მართვა , სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება .

6. საფინანსო -საბიუჯეტო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია : თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების , მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება -დასაბუთების , მიღებული ბიუჯეტის შესრულების , საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი , მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა , საბუღალტრო , მატერიალურ -ტექნიკური უზრუნველყოფა , აგრეთვე მერიაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება ;

7. კულტურის , განათლების , სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია : მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებების , განათლების , კულტურის , სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა . წინადადებების შემუშავება ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე ; ადგილობრივი თვითმყოფადობის , შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული  მემკვიდრეობის  დაცვა  და  განვითარება ;

8. იურიდიული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია : ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმიანობის სამართლებრივი მომსახურება ; მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვა სასამართლოში ; მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვა სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან , ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ; მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების , ადმინისტრაციული გარიგებების , ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივი გამართულობა , მათი შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან . ზედამხედველობის განხორციელება მშენებარე შენობა -ნაგებობების , წარმოებული სამშენებლო ნაგებობების კონსტრუქციების საპროექტო და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე , მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე დადგენილი ორგანიზაციულ -სამართლებრივი წესრიგის შესაბამისობაზე ; გარე რეკლამის განთავსებაზე , საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე , გარე ვაჭრობაზე ; მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაზე ; მიწათსარგებლობის წესების დაცვაზე .

9. ინფრასტრუქტურის , სივრცითი მოწყობის , მშენებლობის , არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია : მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროგრამების , პროექტების შემუშავება და დამტკიცებული დოკუმენტების განხორციელების კოორდინაცია , მუნიციპალიტეტის სივრცით -ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების შემუშავების , მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადების , მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობა .“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია 2018 წლის 1 თებერვლიდან.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევანო ბერიძიშვილი