„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 46
დოკუმენტის მიმღები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/12/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.114.016372
46
21/12/2017
ვებგვერდი, 27/12/2017
010250000.35.114.016372
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №46

2017 წლის 21 დეკემბერი

დაბა ჩოხატაური

 

,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20  მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,        

ჩოხატაურის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:



მუხლი 1
,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 06/02/2017,  სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი:  010250000.35.114.016327) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების დანართის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ,,კ” ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

კ) მერიასთან  და ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და სხვა მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან  საკრებულოს ურთიერთობების ორგანიზება;“.

2. დადგენილების დანართის მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის პირველი პუნქტის ,,ლ1“’ ქვეპუნქტი:

„ლ1) საკრებულოს  სხდომების დღის წესრიგის თაობაზე დაინტერესებულ პირებთან ინფორმაციის გაგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინებისა ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით საკრებულოს  სხდომამდე 2 დღით  ადრე.“

3.დადგენილების დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის მუხლი 71 მუხლი:

მუხლი 71  

1.  საკრებულოს აპარატის ყველა იერარქიული რანგის თანამდებობაზე მომუშავე მოხელის შეფასება ხდება წელიწადში ერთხელ ,,პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების  შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული მოხელის შეფასების წესის შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ მამალაძე