კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 51
დოკუმენტის მიმღები კასპის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/12/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 23/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.149.016352
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
51
20/12/2017
ვებგვერდი, 25/12/2017
190040000.35.149.016352
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ
კასპის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (25/12/2017 - 18/01/2019)

 

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №51

2017 წლის 20 დეკემბერი

ქ. კასპი

 

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის  ,,დ.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე  მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
განისაზღვროს კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობები დანართი N1 შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის  N24 დადგენილება /(www.matsne.gov.ge, 22.07.2014 წ 190040000.35.149.016191/.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2017 წლის 1 დეკემბერიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლეონიძე



დანართი1
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები

 

თანამდებობა

თანამდებობრივი სარგო

(ლარი)

1

პოლიტიკური თანამდებობის პირი-

საკრებულოს თავმჯდომარე

2650

2

პოლიტიკური თანამდებობის პირი-

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

1700

3

პოლიტიკური თანამდებობის პირი-

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე

1350

4

პოლიტიკური თანამდებობის პირი-

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

1350

5

პირველი რანგის საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი-აპარატის უფროსი

1250

6

მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

700

შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები

7

საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე

1000

8

სხვა შტატგარეშე მოსამსახურეები

700