„საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 27 მაისის №42 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 27 მაისის №42 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 51
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/02/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 23, 26/02/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 21/07/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
51
23/02/2010
სსმ, 23, 26/02/2010
000000000.00.000.000000
„საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 27 მაისის №42 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №51

2010 წლის 23 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 27 მაისის №42 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ,,საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 27 მაისის №42 დადგენილებით (სსმ III, 2004 წელი, №55) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

     „მუხლი 5. სამინისტროს აპარატის სტრუქტურა

სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) მინისტრის აპარატი;

ბ) ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტი;

გ) ღონისძიებებისა და რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტი;

დ) საერთაშორისო პროგრამებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის დეპარტამენტი;

ე) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ვ) კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტი;

ზ) შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტი;

თ) იურიდიული დეპარტამენტი.“.

2. დებულების მე-8 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,1. მინისტრის აპარატის კომპეტენციაა:

ა) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების სამსახურებრივი დავალებების მიღება, შესრულება და დანიშნულებისამებრ მათი ოპერატიული მიწოდება; მინისტრის მიერ დანიშნული თათბირებისა და სხვა შეკრებების ორგანიზაციული უზრუნველყოფა; მინისტრის საჯარო გამოსვლებისა და მოხსენებების მომზადების კოორდინაცია; მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების მიერ მოქალაქეთა მიღების ორგანიზება და სხვა მიმდინარე საკითხების სამინისტროს ხელმძღვანელობის მითითებით გადაწყვეტა;

ბ) სამინისტროში მიმდინარე პროცესებისა და გაწეული საქმიანობის პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით საზოგადოების ფართო ფენებისათვის გაცნობა; სამინისტროს ინფორმაციული უზრუნველყოფა; ქვეყანაში კულტურის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, ახალგაზრდობისა და სპორტის პოლიტიკის შესახებ საზოგადოებრივი აზრის შესწავლა.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,2. კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტის კომპეტენციაა:

ა) საქართველოში არსებული მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენის, შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის ღონისძიებათა განხორციელება და მათი ხელშეწყობა; ძეგლებისა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების აღრიცხვა, ექსპერტიზა, პასპორტიზაცია, კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა;

ბ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა, მისი შესწავლისა და მოვლა-პატრონობის მეთოდოლოგიის შემუშავება;

გ) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ადმინისტრაციულ წარმოებაში კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობა, კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის სათათბირო ორგანოებთან თანამშრომლობა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოდან კულტურულ ფასეულობათა გატანის, არქეოლოგიური სამუშაოების, ძეგლის სამუშაოების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონებში მიწისა და სამშენებლო სამუშაოების რეგულირება და ზედამხედველობა, კულტურული მემკვიდრეობის სფეროში სამართალ-დარღვევათა აღკვეთისა და გამოვლენილ სამართალდარღვევებზე რეაგირების მიზნით შესაბამის ადმინისტრაციულ, სამართალდამცავ და საბაჟო ორგანოებთან თანამშრომლობა;

ე) კომპეტენციის ფარგლებში სამუზეუმო საქმიანობის რეგულირება, მუზეუმების ფონდების, კოლექციების დაცვის შევსება-გამდიდრებისა და პოპულარიზაციისათვის ზრუნვა;

ვ) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში სახელმწიფო შესყიდვების სატენდერო და საკონკურსო პირობების შემუშავება;

ზ) საქართველოს კანონმდებლობითა და დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა საკითხები.“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,4. საერთაშორისო პროგრამებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის დეპარტამენტის კომპეტენციაა:

ქართული კულტურის, კულტურული მემკვიდრეობისა და სპორტის პოპულარიზაცია უცხოეთში და საზღვარგარეთის შესაბამისი სფეროების პოპულარიზაცია საქართველოში; სამინისტროს საერთაშორისო პოლიტიკის შემუშავება; საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამისი სფეროების ოფიციალურ სტრუქტურებსა და არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; საერთაშორისო თანამშრომლობის კერძო ინიციატივების ხელშეწყობა; სამინისტროს საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობის უზრუნველყოფა და ანალოგიურ ღონისძიებათა საქართველოში მოწყობა.“;

დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,5. ადმინისტრაციული დეპარტამენტის კომპეტენციაა:

ა) სამინისტროს სტრატეგიული გეგმებისა და პირველი რიგის ამოცანების რეალიზაციისათვის საჭირო ფინანსური რესურსების საშუალო და გრძელვადიანი დაგეგმვა; ყოველწლიური ბიუჯეტის პროექტების შედგენა; სამინისტროს ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით წლიური საბიუჯეტო კანონის საფუძველზე გამოყოფილი ფულადი სახსრების მართვა; წლიური შედეგების მიხედვით გაწეული ხარჯების ანალიზი; სამინისტროს წლიური და კვარტალური სტატისტიკური ანგარიშებისა და ნაერთი ბალანსის შედგენა; სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო ბაზასთან ჰარმონიზაციით სამინისტროს სისტემაში საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების საერთაშორისო გამოცდილების დანერგვა;

ბ) სამინისტროს სისტემის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარება; სამინისტროს ძირითადი საშუალებებისა და ქონების საექსპლუატაციო პირობების შექმნა; მართვისათვის საჭირო თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა, შენობა-ნაგებობისა და ქონების მოვლა-შენახვის, კომუნალური მეურნეობის გამართული ფუნქციონირების, ორგტექნიკითა და სამეურნეო საქონლით მომარაგება და სხვა ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა; სამინისტროს აპარატის თანამშრომელთა მატერიალური და სოციალური პირობების გაუმჯობესების ღონისძიებათა განხორციელება;

გ) საკადრო რესურსების ოპტიმიზაცია და მართვა, პერიოდული სტატისტიკური ანალიზი; ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსისა და საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციების ორგანიზება და გამართვა; საჯარო მოსამსახურეთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა; კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დადგენილი წესით დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დისციპლინური წესით დასჯისა და წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ წინადადებებისა და ბრძანების პროექტების მომზადება; საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება; სახელმწიფო სპეციალურ წოდებათა მინიჭების მიზნით მასალების მომზადება; საარქივო საქმიანობის წარმართვა;

დ) სამინისტროს საქმისწარმოების ორგანიზება; კანონმდებლობის შესაბამისად აპარატის შინაგანაწესის შემუშავება, სამინისტროში შესული ოფიციალური კორესპონდენციისა და მოქალაქეთა განცხადებების დამუშავება და მათი განხილვის მეთვალყურეობა; მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების დავალებათა შესრულების კონტროლი; საიდუმლო საქმისწარმოება; დადგენილი წესით საჯარო ინფორმაციის გაცემა.“;

ე) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,6. შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის კომპეტენციაა სამინისტროს სისტემის ორგანიზაცია-დაწესებულებებში მონიტორინგისა და აუდიტორული საქმიანობის განხორციელება და აღნიშნულის საფუძველზე შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხაჯვისა და მატერიალურ ფასეულობათა დანიშნულებისამებრ გამოყენების საკითხების შესწავლა; სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების კანონიერების შესწავლა-ანალიზი; სამინისტროს აპარატისა და სისტემის ორგანიზაცია-დაწესებულებების საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; კორუფციასთან ბრძოლის ღონისძიებათა შემუშავება და განხორციელება.“;

ვ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,7. იურიდიული დეპარტამენტის კომპეტენციაა სამინისტროს აპარატის სამართლებრივი უზრუნველყოფა და სახელშეკრულებო საქმიანობის მონიტორინგი; სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების თაობაზე შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება; სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის შედგენა და მისი განხორციელების კოორდინაცია; საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობისა და სამინისტროში მომზადებული საკანონმდებლო აქტების პროექტების საქართველოს პარლამენტში წარდგენის უზრუნველყოფის კოორდინაცია; სხვადასხვა უწყებიდან და სამინისტროს სისტემის ორგანიზაციებიდან შესული, აგრეთვე უშუალოდ სამინისტროს მიერ მომზადებული ნორმატიული აქტების პროექტების თაობაზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება; სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით მოქალაქეებისა და იურიდიული პირების საჩივრების განხილვაში მონაწილეობა; სასამართლოსა და სხვა ორგანოებში სამართლებრივ საკითხებზე წარმომადგენლობა.“;

ზ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,8. ღონისძიებებისა და რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის კომპეტენციაა:

ა) საქართველოს რეგიონებში სამინისტროს პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა, სხვადასხვა კულტურულ, სპორტულ და ახალგაზრდულ ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება; ადგილობრივი კულტურის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია და მონიტორინგი;

ბ) სახელმწიფო ცერემონიების, კულტურული ღონისძიებების, გამოჩენილ შემოქმედთა და სპორტსმენთა საიუბილეო საღამოებისა და მათი შემოქმედებისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზება-მოწყობა; კლასიკური და თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის შემუშავება და განხორციელება; შემოქმედებითი კოლექტივების, ცალკეულ ხელოვანთა და შემსრულებელთა საკონცერტო და საგასტროლო მოღვაწეობის ხელშეწყობა; საქართველოს რეგიონებში კულტურის განვითარების ხელშეწყობა.“;

თ) მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

 მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                    ნ. გილაური