დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 28 თებერვლის №29/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 178/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 21/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/12/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/05/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200090000.18.011.016266 |
|
„საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 28 თებერვლის №29/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 28 თებერვლის №29/04 ბრძანებით დამტკიცებულ წესში (www.matsne.gov.ge; 28/02/2017; ს/კ: 200090000.18.011.016223) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-4 მუხლის მე-11 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 პუნქტი: „111. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების გარდა, პროვაიდერის რეგისტრაციის თაობაზე ეროვნული ბანკის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში აღინიშნება ეროვნული ბანკის ვებგვერდის მისამართი, სადაც განთავსებულია მოქმედი და გაუქმებული პროვაიდერების ჩამონათვალი.“. 2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის და/ან მნიშვნელოვანი წილის უშუალო და/ან ბენეფიციარი მესაკუთრის ცვლილება და/ან დამატება;“. 3. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფორმითა და/ან ვადაში პროვაიდერმა ეროვნულ ბანკს ზედიზედ სამჯერ არ წარუდგინა ანგარიშგება ნებისმიერი ფორმით;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები