დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტექნიკური რეგლამენტის − „გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკა“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 559 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/12/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/07/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.020269 |
|
„ტექნიკური რეგლამენტის − „გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკა“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − „გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკა“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №54 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/01/2014, 300160070.10.003.017673) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:
1. მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ტყის რესურსებზე უკანონო ქმედებით გარემოსათვის მიყენებული ზიანი მნიშვნელოვანია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მერქნიანი მცენარეების (მათ შორის, მოზარდ-აღმონაცენის) ან/და ბუჩქების დაზიანების (რამაც შესაძლოა მათი ზრდის შეწყვეტა გამოიწვოს ან რასაც შესაძლოა მათი სასიცოცხლო ფუნქციის შეწყვეტა გამოეწვია), უკანონოდ მოჭრის, ამოძირკვის ან განადგურების შედეგად გარემოსათვის მიყენებული ზიანი შეადგენს 1000 (ერთი ათასი) ლარს ან მეტს.“. 2. მე-6 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე (სახელმწიფო ტყის ფონდის გარდა) მწვანე ნარგავების (ცოცხალი, ნედლი მცენარეების) დაზიანებით, მოჭრით ან განადგურებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) წესი“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მწვანე ნარგავების (ცოცხალი, ნედლი მცენარეების) სახეობისა და დიამეტრის მიხედვით განისაზღვრება მათი აღდგენითი ღირებულება ლარებში.“; გ) მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. II ჯგუფს განეკუთვნება: უთხოვარი, კედარი – ყველა სახეობის, ფიჭვი – ყველა სახეობის, კვიპაროსი – ყველა სახეობის, ცრუცუგა, სოჭი, ნაძვი – ყველა სახეობის, კრიპტომერია, სექვოია – აღდგენითი ღირებულებები განისაზღვრება დანართ 11-ის შესაბამისად. 5. III ჯგუფს განეკუთვნება: ჭადარი, ნეკერჩხალი (იფან-ფოთოლა), რცხილა, ჯაგრხცილა, აკაცია, გლედიჩია, არდავანი, არყის ხე, საპნის ხე, კატაპლა, კუნელი, ვერხვი – ყველა სახეობის, მურყანი, ტირიფი, ნუში, ალვის ხე – აღდგენითი ღირებულებები განისაზღვრება დანართ 11-ის შესაბამისად. 6. IV ჯგუფს განეკუთვნება: ღვია, ტუია, წყავი, ჭყორი, მაჰონია, მარადმწვანე კოწახური, იუკა დიდებული, ბზა – ყველა სახეობის, ჩიტავაშლა, ვაზი – ყველა სახეობის, იასამანი, შინდანწლა, სურო – ყველა სახეობის, გრაკლა, თრიმლი, ფშატი, ვარდი – ყველა სახეობის, იაპონური კომში, ბროწეული, დეიცია, ბუდლეია, ხე-ტუხტი, გლიცინია, ამპელოფსისი, პართენოცესუსი, ჩინური ვისტარია, ირმის რქა, ბიოტა, კვიდო – ყველა სახეობის, ოქროწვიმა, კურდღლის ცოცხი – აღდგენითი ღირებულებები განისაზღვრება დანართ 11-ის შესაბამისად. 7. V ჯგუფს განეკუთვნება: მსხალი, ვაშლი, ბალი, ატამი, გარგარი, ალუბალი, ქლიავი, ლეღვი, შინდი, ტყემალი, ხურმა – ყველა სახეობის, ნუში, კვრინჩხი, ზღმარტლი და სხვა – აღდგენითი ღირებულებები განისაზღვრება დანართ 11-ის შესაბამისად.“; დ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული მწვანე ნარგავები (ცოცხალი, ნედლი მცენარეების), მათი ადგილმდებარეობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, იყოფა 3 კატეგორიად: ა) პირველ კატეგორიას განეკუთვნება: ა.ა) ბაღების, პარკებისა და სკვერების ნარგავები; ა.ბ) ქალაქის ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის ისტორიულ ნაწილში არსებული ნარგავები; ა.გ) პროსპექტების, გზატკეცილების, ცალკეული მაგისტრალებისა და ქუჩების ნარგავები; ა.დ) ნარგავები, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ როგორც ნიადაგდამცავებსა და წყალმარეგულირებლებს; ბ) მეორე კატეგორიას განეკუთვნება საბავშვო ბაღების, სკოლების, საავადმყოფოებისა და ფაბრიკა-ქარხნების ტერიტორიებზე არსებული სპეციალური დანიშნულებისა და შეზღუდული სარგებლობის ნარგავები; გ) მესამე კატეგორიას განეკუთვნება ნარგავები, რომლებიც არ შედიან პირველ და მეორე კატეგორიებში.“; ე) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. პირველი, მეორე და მესამე კატეგორიების მიხედვით დგინდება შესაბამისი შემასწორებელი კოეფიციენტები − 2, 1,5 და 1, რომლებზეც მრავლდება აღდგენითი ღირებულების თანხის ორმაგი ოდენობა და გამოითვლება მწვანე ნარგავების (ცოცხალი, ნედლი მცენარეების) დაზიანების, მოჭრის, განადგურებისა და ამოძირკვის შედეგად გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა.“; ვ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. მწვანე ნარგავების (ცოცხალი, ნედლი მცენარეების) ისეთი დაზიანების შემთხვევაში, რომელიც აქვეითებს მათ დეკორატიულ ღირებულებას და იწვევს ხე-მცენარეების შემდგომი ზრდის შეჩერებას, ზიანის ოდენობა შეესაბამება აღდგენითი ღირებულების თანხის 50%-ს.“; ზ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. ქ. თბილისსა და მისი საზღვრებიდან შვიდკილომეტრიან ზოლში გარემოსათვის მიყენებული ზიანი იანგარიშება „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“. 3. მე-9 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. წიაღით სარგებლობისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების დარღვევის შედეგად გარემოზე მიყენებული ზიანი შეიძლება გამოწვეულ იქნეს წიაღით უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში. წიაღით უკანონოდ მოპოვება მოიცავს: ა) ყველა სახეობის სასარგებლო წიაღით სარგებლობას სათანადო ლიცენზიის გარეშე; ბ) წიაღით მოსარგებლის მიერ სამთო მინაკუთვნის ფარგლებში დადგენილ საერთო მოცულობაზე მეტი ოდენობით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. გარემოზე მიყენებული ზიანი არ დაანგარიშდება, თუ პირის მიერ მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვება ხორციელდება ცენტრალიზებული სასმელი წყლით მომარაგების მიზნით.“; გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. წიაღით (გარდა ქვიშის ან/და ხრეშისა) უკანონოდ სარგებლობისას გარემოსათვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი განისაზღვრება 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარითა და მის ზევით, ხოლო ქვიშის ან/და ხრეშის შემთხვევაში გარემოსათვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი განისაზღვრება 1000 (ერთი ათასი) ლარითა და მის ზევით.“; დ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ე) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ყველა ტიპის სასარგებლო წიაღისეულის (მყარი, მიწისქვეშა წყლისა და ნახშირორჟანგის) უკანონო მოპოვებისას გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული: ა) უკანონოდ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა შესაბამის ზომის ერთეულებში; ბ) კონკრეტული სასარგებლო წიაღისეულის სარგებლობისათვის დადგენილი მოსაკრებლის ოდენობა ლარებში. 7. ყველა ტიპის სასარგებლო წიაღისეულის (მყარი, მიწისქვეშა წყლისა და ნახშირორჟანგის) უკანონო მოპოვებისას გარემოსთვის მიყენებული ზიანი (P) განისაზღვრება (გამოიანგარიშება) შემდეგი ფორმულით: P=Q × K× C+M [1], ა) სადაც: ა.ა) Q – არის უკანონოდ მოპოვებული კონკრეტული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მოცულობა შესაბამის ზომის ერთეულებში; ა.ბ) K – არის კონკრეტული სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის დადგენილი მოსაკრებლის ოდენობა ლარებში; ა.გ) C – მიყენებული ზიანის შედეგად კონკრეტული სასარგებლო წიაღისეულის სარგებლობისათვის დადგენილი მოსაკრებლის მაკორექტირებელი კოეფიციენტი C=5; ა.დ) M − არის კონკრეტული წიაღისეულის სალიცენზიო მოსაკრებელი ლარებში.“; ვ) მე-8-მე-14 და მე-20 პუნქტები ამოღებულ იქნეს; ზ) 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. ბუნებრივი და ტექნოგენური მყარი სასარგებლო წიაღისეულის, მიწისქვეშა წყლებისა და ნახშირორჟანგის საბადოებზე სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის პროცესში როგორც მიწისზედა, ასევე მიწისქვეშა სამთომოპოვებითი სამუშაოების ჩატარების დროს სალიცენზიო პირობების დარღვევისას ან/და წიაღისეულის უკანონო მოპოვებისას შეიძლება ადგილი ჰქონდეს „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა საკანონმდებლო აქტების, სამართლებრივი ნორმების, ტექნიკური რეგლამენტების, ასევე მოქმედი სტანდარტების, სხვა ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნების დარღვევას და გარემოს სხვა კომპონენტებზე (მიწა, ტყე და სხვა) მავნე ზემოქმედებას. ამ შემთხვევაში გარემოსთვის მიყენებული ზიანი განისაზღვრება (გამოანგარიშდება) ამავე რეგლამენტის შესაბამისი მუხლებით.“; თ) 22-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. ზედაპირული წყლის ობიექტის დაბინძურებით გარემოსათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) წესი 1. ზედაპირული წყლის ობიექტის დაბინძურებისას გარემოსათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრა (გამოანგარიშება) ხდება ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს ზედაპირული წყლის ობიექტის დაბინძურებას: ა) ეკოლოგიურ ექსპერტიზას დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელებისას ზედაპირული წყლის ობიექტში ჩამდინარე წყალთან ერთად დამაბინძურებელ ნივთიერებათა ჩაშვებით, რომელთა რაოდენობაც აღემატება დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზ.დ.ჩ.) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს უფლებამოსილ პირთან შეთანხმებულ ნორმებს ან დამაბინძურებულ ნივთიერებათა ნებისმიერი რაოდენობის უნებართვო ჩაშვებით; ბ) ყველა იმ საწარმოო და არასაწარმოო ობიექტების მიერ, რომლებიც ახორციელებენ ჩამდინარე წყლების ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩაშვებას და რომელთა საქმიანობაც არ ექვემდებარება ეკოლოგიურ ექსპერტიზას, ზედაპირული წყლის ობიექტში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ჩაშვებით, რომელთა კონცენტრაცია ჩამდინარე წყალში აღემატება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას. 2. გარემოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება ეკისრება იმ რეგულირების ობიექტებს, რომლებიც ახორციელებენ ზედაპირული წყლის ობიექტში ჩამდინარე წყლების ჩაშვებას, კანალიზაციის სისტემებიდან წყლის ობიექტების დაბინძურების შემთხვევებში ზიანის ანაზღაურება ეკისრება შესაბამის საკანალიზაციო სისტემის მფლობელს. 3. გარემოსათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებელ თანხებზე პრეტენზიის წარდგენა წარმოებს წყლის ობიექტებში 42 ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერების (დანართი 14) ჩაშვებისათვის. 4. ზედაპირული წყლის ობიექტში ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა მასა (P) განისაზღვრება: ა) ინსტრუმენტული გაზომვებითა და შესაბამისი დოკუმენტაციის მიხედვით, მათ შორის, დამაბინძურებელი ობიექტის ტექნოლოგიური მონაცემების, ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა მოცულობისა და ხანგრძლივობის ან კონცენტრირებული ხსნარების, რეაგენტების, ნედლეული პროდუქტებისა და ნარჩენების ჩაშვების მოცულობის გამოანგარიშებით; ბ) იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ინსტრუმენტული გაზომვების ჩატარება, დამაბინძურებელ ნივთიერებათა მასა შეიძლება დადგინდეს შესაბამისი დოკუმენტაციის მიხედვით, მათ შორის, დამაბინძურებელი ობიექტის ტექნოლოგიური მონაცემების, ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა მოცულობისა და ხანგრძლივობის ან კონცენტრირებული ხსნარების, რეაგენტების, ნედლეული პროდუქტებისა და ნარჩენების ჩაშვების მოცულობის გამოანგარიშებით. 5. ჩამდინარე წყლებთან ერთად ჩაშვებული თითოეული დამაბინძურებელი ნივთიერების მასა ინსტრუმენტული გაზომვების შემთხვევაში განისაზღვრება შემდეგი ფორმულით: P=Q x (F - D) x t x 10-6 ტონა, ა) სადაც: ა.ა) P – არის ჩაშვებული დამაბინძურებელი ნივთიერების მასა, ტონებში; ა.ბ) Q – დამაბინძურებელ ნივთიერებათა შემცველი ჩამდინარე წყლების ხარჯი, მ3/საათში; ა.გ) F – ჩაშვების პერიოდში ჩამდინარე წყლებში ლაბორატორიული ანალიზით განსაზღვრულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა ფაქტობრივი კონცენტრაცია, მგ/ლ; ა.დ) D – ჩამდინარე წყლებში დამაბინძურებელ ნივთიერებათა დასაშვები კონცენტრაცია, თანახმად ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზ.დ.ჩ.) ნორმებისა, მგ/ლ; ა.ე) იმ შემთხვევაში, თუ დამაბინძურებელ ობიექტს არ გააჩნია ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზ.დ.ჩ.) დამტკიცებული ნორმები, D – დასაშვები კონცენტრაციის მაჩვენებლად გამოიყენება ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია (ზ.დ.კ.); ა.ვ) t – არის დამაბინძურებელი ნივთიერების შემცველი ჩამდინარე წყლების ჩაშვების ხანგრძლიობა საათებში. 6. ზედაპირული წყლის ობიექტში დამაბინძურებელი ნივთიერების ჩაშვების ხანგრძლივობად ჩაითვლება უშუალოდ დამაბინძურებელი ნივთიერების ზედაპირული წყლის ობიექტში ჩაშვების პერიოდი (მაგრამ არაუმეტეს 12 თვისა), ხოლო თუ რეგულირების ობიექტზე წინა პერიოდში განხორციელებულია ინსპექტირება, რომლითაც ზედაპირული წყლის ობიექტში დამაბინძურებელი ნივთიერების ჩაშვების ფაქტი არ ფიქსირდება − დამაბინძურებელი ნივთიერების ჩაშვების ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში, ჩაშვების პერიოდის ათვლა დაიწყება წინა პერიოდში განხორციელებული ინსპექტირების თარიღიდან (მაგრამ არაუმეტეს 12 თვისა). 7. წყლის ობიექტებში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ჩაშვებით გარემოსათვის მიყენებული ზიანი განისაზღვრება (გამოიანგარიშება) ფორმულით: Y=P A, ა) სადაც: ა.ა) Y – არის გარემოსათვის მიყენებული ზიანის რაოდენობა ლარებში; ა.ბ) P – ჩაშვებული დამაბინძურებელი ნივთიერების მასა ტონებში; ა.გ) A – ერთი ტონა დამაბინძურებელი ნივთიერების ჩაშვების მაჩვენებელი ლარებში, რომელიც თითოეული ნივთიერებისათვის მოცემულია დანართ 14-ში.“. 5. დანართი 10 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი 10
6. დანართი 11 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი 11
7. დანართი 14 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი 14 ზედაპირული წყლის ობიექტებში მავნე ნივთიერებათა ჩაშვებით გარემოსათვის მიყენებული ზიანის გასაანგარიშებელი ცხრილი
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები