„ქალაქი რუსთავის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 25 ივნისის N226 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქი რუსთავის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 25 ივნისის N226 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/12/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/12/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 03/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.160.016441
5
20/12/2017
ვებგვერდი, 21/12/2017
010250000.35.160.016441
„ქალაქი რუსთავის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 25 ივნისის N226 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №5

2017 წლის 20 დეკემბერი

ქ. რუსთავი

 

„ქალაქი რუსთავის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 25 ივნისის №226 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20  მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქი რუსთავის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 25 ივნისის N226 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 27.06.2014წ., 330090020.35.160.016209) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა)  დანართის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის გაზრდა საცხოვრებელ ზონა 2-სა და საცხოვრებელ ზონა 3-ში შესაძლებელია მაქსიმუმ 10%-ით, ხოლო საცხოვრებელ ზონა 5-სა და საცხოვრებელ ზონა 6-ში მაქსიმუმ 100%-ით სპეციალური ზონალური შეთანხმების საფუძველზე.“

ბ) დანართის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ)  2018 წლის 01 იანვრამდე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე კომერციული დანიშნულების შენობა-ნაგებობის განთავსების შემთხვევაში, არ ვრცელდება კონკრეტულ საცხოვრებელ ზონაში მიწის ნაკვეთის ზობებისადმი დაწესებული მინიმალური მოთხოვნები.“

გ) დანართის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის გაზრდა  შესაძლებელია მაქსიმუმ 10%-ით სპეციალური ზონალური შეთანხმების საფუძველზე.“

დ) დანართის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) 2018 წლის 01 იანვრამდე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე კომერციული დანიშნულების შენობა-ნაგებობის განთავსების შემთხვევაში, არ ვრცელდება კონკრეტულ საზოგადოებრივ-საქმიან ზონაში მიწის ნაკვეთის ზონებისადმი დაწესებული მინიმალური მოთხოვნები.“

მუხლი 2
„ქალაქი რუსთავის ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 25 ივნისის №226 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 27.06.2014 წ., 330090020.35.160.016209) დამტკიცებულ დანართში „კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკა“ შეტანილ იქნეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით (თან ერთვის საინფორმაციო მასალა).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევანი ონიანი