დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
"ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 21 დეკემბრის N 21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 17 |
დოკუმენტის მიმღები | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 19/12/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/12/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 23/02/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.151.016227 |
|
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 21 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ " საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 ივლისის №1401 განკარგულების, „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 აპრილის N693 განკარგულების და ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 მარტის №480 განკარგულების შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 21 დეკემბრის №21 დადგენილებაში (www. matsne.gov.ge 29.12.2016, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.151.016210) შეტანილ იქნეს ცვლილება:
1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
3. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 8031.9 ათასი ლარის ოდენობით:
“. 4. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს ბიუჯეტის გადასახადები 4107,6 ათ. ლარის ოდენობით:
“. 5. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 1854.9 ათ. ლარის ოდენობით:
“. 6. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები
“. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 3658.6 ათ.ლარის ოდენობით: 7. მე-8 მუხლის "ა" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 8346.5 ათასი ლარის ოდენობით,თანდართული რედაქციით:
“. 8. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
9. მე- 16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა,რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია 8357,9 ათ. ლარი. (პროგრამული კოდი 03 00) 10. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის "2.1", "2.2." , "2.2.5", "2.3" და "2.3.1" ქვეპუნქტის სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა -შენახვა 4872,7 ათ.ლარი. (პროგრამული კოდი 03 01) 2.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა 2340,1 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 03 02 ) 2.2.5 საპროექტო დოკუმენტაციისა და სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის მომსახურება 77,7 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02 05 ) 2.3 კეთილმოწყობის ღონისძიებები 803,3 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 03 ) 2.3.1 გუდაურში ე.წ "გადასახედის" რეაბილიტაცია 643,3 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 03 03 01) “. 11. მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის და მე-3 პუნქტის " 3.3 ქვეპუნქტის სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 3. განათლება 1080.8 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 04 00) 3.3 მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ხელშეწყობა 158.3 ათ. ლარი(პროგრამული კოდი 04 03 ) “. 12. მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის და მე-4 პუნქტის "4.1" ქვეპუნქტის სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 4. კულტურა,რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი 811.5ათ.ლარი (პროგრამული კოდი 05 00 ) 4.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა 214.1 ათ.ლარი(პროგრამული კოდი 05.01) 13 . მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის და მე-5 პუნქტის "5.2.1" , "5.2.2 " და "5.2.4 ქვეპუნქტის სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 260,5 ათ.ლარი. (პროგრამული კოდი 06 00) 5.2.1 ავადმყოფთა სოციალური დაცვა - 158,5 ათ.ლარი.(პროგრამული კოდი 06 02 01) 5.2.2 ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა -33,1 ათ. ლარი.(პროგრამული კოდი 06 02 02 ) 5.2.4 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა 6,3 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 06 02 04 ) “. 14. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 17. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებანი განისაზღვროს ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები