„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 202/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 22/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.017454
202/ნ
22/12/2017
ვებგვერდი, 25/12/2017
430010000.22.022.017454
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №202/ნ

2017 წლის 22 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 210211, 21/02/2011; სარეგისტრაციო კოდი: 430010000.22.022.016055) და ბრძანების  პირველი პუნქტის:
1. „“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“:

) მე-2 მუხლის „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) საგანმანათლებლო პროგრამა – ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამა (შემდგომში – აკადემიური პროგრამა) ან/და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა;“;

ბ) მე-6 მუხლის 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„41. დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის და ფარმაციის საგანმანათლებლო პროგრამებზე, ასევე ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვისთვის უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით, უნდა დააწესოს გამოცდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგანში ან/და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგნობრივი ჯგუფიდან.“;

გ) 22-ე მუხლის:

გ.ა) მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული სპეციფიკაციების შესაბამისი გელიანი (ე.წ. ტუშის) კალამი, რომლის გამოყენება შეუძლია ტესტირების დროს, ცენტრის მიერ გადაცემული კალმის ნაცვლად.“;

გ.ბ) მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) პასუხების ფურცლის შესავსებად ამ მუხლის მე-2 პუნქტით და მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კალმის გარდა სხვა კალმის გამოყენება, აგრეთვე, პასუხების ფურცელზე მაიდენტიფიცირებელი ნიშნის (სახელი, ნომერი, მისამართი და სხვ.) ან რაიმე სახის ისეთი გრაფიკული გამოსახულების (ფიგურა, წარწერა და ა.შ.) დატანა, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან;“.

დ) 24-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პასუხების ფურცელი, რომელიც შეიცავს მაიდენტიფიცირებელ ნიშანს ან რაიმე სახის გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან, არ გასწორდება.“;

ე) მე-40 მუხლის 28-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 29-ე და 30-ე პუნქტები:

„29. 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო - სამაგისტრო და ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე აბიტურიენტთა მიღების გამოცხადებისა და ამ პროგრამაზე აბიტურიენტების დარეგისტრირების მიზნით:

ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან და ცენტრთან შეთანხმებულ და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში  წარადგინოს ანკეტა ან დამატებითი ინფორმაცია უკვე წარდგენილ ანკეტაში საგანმანათლებლო პროგრამის დასამატებლად;

ბ) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ვალდებულია გადაამოწმოს ანკეტაში ასახული ინფორმაციის სისწორე და ანკეტის მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა დამოწმებული ანკეტა გადააგზავნოს ცენტრში;

გ) ცენტრი ვალდებულია ანკეტაში გათვალისწინებული კომპიუტერულად დამუშავებული ელექტრონული ინფორმაცია ასახოს ელექტრონულ ბაზაში და განათავსოს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე.

30. ამ დებულების მე-13 მუხლით განსაზღვრული წესით აბიტურიენტთა მიღების გამოცხადების გარდა, 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე, აბიტურიენტთა მიღების გამოცხადებისა და აბიტურიენტების დარეგისტრირების მიზნით:

ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 2017 წლის 15 დეკემბრამდე წარდგენილ ანკეტაში ასახოს ის საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, რომლებზეც 2017 წლის 14 დეკემბრის მდგომარეობით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მიმდინარეობს აკრედიტაციის პროცესთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ანკეტაში ასახული ინფორმაციის სისწორის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დამოწმება გულისხმობს შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე აკრედიტაციის პროცესთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის დადასტურებას. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ვალდებულია საგანმანათლებლო   პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ცენტრში წარადგინოს ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში;

გ) ცენტრი ანკეტაში გათვალისწინებულ ინფორმაციას ელექტრონულ ბაზაში ასახავს და საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსებს მხოლოდ ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თითოეული საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის შესახებ საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს დადებითი გადაწყვეტილების თაობაზე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე;

დ) აბიტურიენტს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამის არჩევის უფლება აქვს ამ პროგრამის ელექტრონულ ბაზაში ასახვის შემდეგ;

ე) თუ 2017 წლის 14 დეკემბრის მდგომარეობით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით, შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან და ცენტრთან შეთანხმებულ და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში  წარადგინოს ანკეტა ან დამატებითი ინფორმაცია უკვე წარდგენილ ანკეტაში საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით მითითებული ადგილების რაოდენობის გასაზრდელად;

ვ) ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ვალდებულია გადაამოწმოს ანკეტაში ასახული ინფორმაციის სისწორე და ანკეტის მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში დამოწმებული ანკეტა გადააგზავნოს ცენტრში.“.

2. “ ქვეპუნქტით დამტკიცებული „სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის“:

ა) მე-2 მუხლის:

ა.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო - სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე გრანტის განაწილება

ა.ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მთავრობის მიერ ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამისთვის (შემდგომში – აკადემიური პროგრამა) დადგენილი გრანტით დაფინანსების წლიური მოცულობა განაწილდება აკადემიური პროგრამების შესაბამისად შემდეგი პრინციპის დაცვით:

ა) გრანტის გაცემის მიზნით ამ ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ (შემდგომში – დებულება) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული არჩევითი საგნები დაიყოს ორ საგნობრივ ჯგუფად:

ა.ა) დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საგნები;

ა.ბ) დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტითა და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგანთა ჯგუფი.

ბ) საქართველოს მთავრობის მიერ აკადემიური პროგრამისთვის დადგენილი გრანტის წლიური მოცულობის:

ბ.ა) 50% განაწილდეს ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგანთა ჯგუფზე;

ბ.ბ) 50% განაწილდეს ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგანთა ჯგუფზე.

გ) თითოეულ ჯგუფში განაწილებული თანხის:

გ.ა) 5% თანაბრად განაწილდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საგნობრივი ჯგუფის არჩევით საგნებზე, ხოლო 95% პროპორციულად განაწილდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების ყოველი არჩევითი საგნისათვის გამოცხადებული ადგილების რაოდენობის შესაბამისად;

გ.ბ) 4% თანაბრად განაწილდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საგნობრივი ჯგუფის არჩევით საგნებზე, ხოლო 96% პროპორციულად განაწილდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების ყოველი არჩევითი საგნისათვის გამოცხადებული ადგილების რაოდენობის შესაბამისად.“.

 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი