დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 4 იანვრის №116 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 294 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/04/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010130000.22.027.016794 |
|
,,მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 4 იანვრის №116 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 4 იანვრის №116 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 05/01/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010130000.22.027.016620) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ფიზკური პირისთვის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერების, აღდგენის საკითხზე გადაწყვეტილებას, მიღებიდან 5 დღის ვადაში, მუნიციპალიტეტის მერი უგზავნის სააგენტოს.“. 2. მე–5 მუხლის: ა) პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, დროდადრო, მაგრამ წელიწადში ერთხელ მაინც, გადასინჯოს მონაცემები, გამოავლინოს და ელექტრონული ფორმით მიაწოდოს ინფორმაცია შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ ფიზიკურ პირთა გარდაცვალების, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტისა და რეგისტრაციის ადგილის შეცვლის თაობაზე;“; ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სააგენტო მუნიციპალიტეტის მერის მიერ მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრებ პირთა სტატუსის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, უზრუნველყოფს დამატებით, მუდმივად მცხოვრებ პირთა მონაცემების გადამოწმებას და მის ხელთ არსებული ცნობების დაუდასტურებლობის ან უზუსტობის შემთხვევაში ინფორმაციის გადაწყვეტილების მიმღები პირისთვის მიწოდებას. 4. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერების, აღდგენის საკითხზე მიღებული მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების შედეგად რეესტრში შექმნილი/ასახული მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებელია შესაბამისი მუნიციპალიტეტი.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები