დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მუნიციპალიტეტების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 9 აგვისტოს №36 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 296 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/04/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260040.22.027.016796 |
|
„მუნიციპალიტეტების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 9 აგვისტოს №36 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„მუნიციპალიტეტების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 9 აგვისტოს №36 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 11/08/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010260040.22.027.016542) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მუნიციპალიტეტების რეესტრში მონაცემების ასახვას სააგენტო ახორციელებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე, რომელსაც თან უნდა ერთოდეს ამ წესის მე-3 მუხლით დადგენილი მონაცემების შემცველი, ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.“. 2. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მუნიციპალიტეტის გაუქმების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტების რეესტრში მონაცემთა ცვლილებას სააგენტო ახორციელებს საქართველოს პარლამენტის შესაბამისი დადგენილების ძალაში შესვლიდან 7 დღის ვადაში, შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.“. 3. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი: „9. ამ წესით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერის ფუნქციებს ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტებში ასრულებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელი.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები