დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 297 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
მიღების თარიღი | 18/04/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/04/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.027.016797 |
|
„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31.01.2012წ., სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016240) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 52-ე მუხლის მე-4-42 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. გარდაცვალების რეგისტრაციისათვის მერის მიერ უფლებამოსილი პირი სააგენტოს წერილობით წარუდგენს ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად შედგენილ ოქმს. გარდა ამ მუხლის 41 და 42 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ოქმი უნდა შეიცავდეს: ა) ოქმის შედგენის თარიღს; ბ) ოქმის შედგენის ადგილს; გ) გარდაცვლილი პირის სახელს, გვარს, სქესს, დაბადების თარიღსა და ადგილს, მოქალაქეობას და პირად ნომერს; დ) გარდაცვლილის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერიას და ნომერს; ე) გარდაცვლილის უკანასკნელი რეგისტრაციის ადგილს; ვ) მოწმეების ჩვენების/ახსნა-განმარტების შინაარსს, კერძოდ: ვ.ა) გარდაცვალების ადგილს; ვ.ბ) გარდაცვალების თარიღს; ვ.გ) გარდაცვალების მიზეზს; ვ.დ) სხვა ინფორმაციას გარდაცვლილი პირის შესახებ; ზ) მოწმეების სახელსა და გვარს; თ) მოწმეების პირად ნომერს; ი) მოწმეების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერიას და ნომერს; კ) ინფორმაციას გარდაცვლილთან მოწმეების კავშირის შესახებ; ლ) მოწმეების ხელმოწერას; მ) ოქმის შემდგენი პირის მონაცემებს: მ.ა) სახელსა და გვარს; მ.ბ) პირად ნომერს; მ.გ) თანამდებობას; ნ) შენიშვნის გრაფას; ო) ოქმის შემდგენის ხელმოწერას. 41. გარდაცვალების თარიღის შესახებ ინფორმაციის მოძიების შეუძლებლობის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მერის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ ოქმში შესაძლებელია არ იქნეს მითითებული პირის გარდაცვალების თარიღი. ამ შემთხვევაში ამ ბრძანების დანართი №1-ით განსაზღვრულ შესაბამის ველში იწერება – „უცნობი“. იმ შემთხვევაში, როდესაც გარდაცვალების თარიღის შესახებ არ მოიპოვება სრული ინფორმაცია, არამედ ცნობილია მხოლოდ წელი, ან წელი და თვე, ოქმში მითითებული უნდა იქნეს შესაბამისად გარდაცვალების წელი, ან წელი და თვე. 42. ინფორმაციის მოძიების შეუძლებლობის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მერის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ ოქმში შესაძლებელია არ იქნეს მითითებული პირის გარდაცვალების ადგილი ან/და მიზეზი. ამ შემთხვევაში ამ ბრძანების დანართი №1-ით განსაზღვრულ შესაბამის ველში იწერება – „უცნობი“.“. 2. წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 76-ე მუხლი: „მუხლი 76. ამ წესით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტებში ამ წესის 52-ე მუხლით განსაზღვრულ მუნიციპალიტეტის მერის ფუნქციებს ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტებში ასრულებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელი.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები