დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 459 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 19/12/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/12/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 190040000.22.033.017044 |
|
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანებით (სსმ III, 30.11.2009, №147, მუხლი 1731) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ2“ და „გ3“ ქვეპუნქტები: „გ2) ინფორმაციული ტექნოლოგიებით უზრუნველყოფის სამმართველო; გ3) ოპერატიული აღრიცხვის სამმართველო;“. ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამსახურის სტრუქტურული ერთეული შეიძლება შედგებოდეს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან – მთავარი სამმართველოსგან/სამმართველოსგან.“. 2. მე-4 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. 43 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 44 და 45 მუხლები: „მუხლი 44. ინფორმაციული ტექნოლოგიებით უზრუნველყოფის სამმართველო ინფორმაციული ტექნოლოგიებით უზრუნველყოფის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: ა) საგადასახადო მონაცემთა ელექტრონულ ბაზასთან მომხმარებლის დონეზე დაკავშირება, დამუშავება, სისტემატიზაცია და წარმართვა; ბ) საინფორმაციო-საძიებო კომპიუტერული სისტემების დანერგვა და ექსპლუატაცია; გ) სამსახურის ერთიანი კომპიუტერული ქსელის შექმნა-ადმინისტრირება; დ) სამსახურის ცენტრალური და რეგიონალური ოფისების ინტერნეტით და სამსახურის მონაცემთა ბაზებთან კავშირით უზრუნველყოფა; ე) სამსახურის საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების საშუალებით სამსახურის გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა. მუხლი 45. ოპერატიული აღრიცხვის სამმართველო ოპერატიული აღრიცხვის სამმართველოს ძირითადი ამოცანაა: ოპერატიული ინფორმაციის, ოპერატიული აღრიცხვის საქმეების და საიდუმლო თანამშრომელთა აღრიცხვა, სამსახურის შესაბამისი ორგანოებისათვის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებისათვის მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა; სამსახურში საიდუმლო რეჟიმის, კონსპირაციის დაცვის უზრუნველყოფა და კონტროლი, სამსახურის საიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზება.“. 4. მე-5 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „ბ2“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) 42 პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები