დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 52 |
დოკუმენტის მიმღები | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 18/12/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/12/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.104.016347 |
|
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ მე-80 მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის №33 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2016, სარეგისტრაციო კოდი:190020020.35.104.016294) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
ა)
დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ა) განისაზღვროს: ა.ა) შემოსულობები - 11,896.9 ათ. ლარით; ა.ბ) საბრუნავი სახსრების ნაშთი - 361.4 ათასი ლარით; ა.გ) გადასახდელები - 12,258.3 ათ. ლარით; ა.დ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადმოსაცემი ტრანსფერი - 8,249.9 ათ. ლარით; ა.დ.ა) გათანაბრებითი ტრანსფერი - 3531,7 ათ. ლარით; ა.დ.ბ) მიზნობრივი ტრანსფერი - 178.0 ათ. ლარით; ა.დ.გ.) ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სხვა მიმდინარე ღონისძიებების დაფინანსება - 219.6 ათასი ლარით; ა.დ.დ) ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები - 4320,6 ათ. ლარით; ა.ე) სარეზერვო ფონდი - 12,3 ათ. ლარით.“; |
ბ)
დადგენილებით დამტკიცებული დანართის:
|
ბ.ა)
პირველი და მე-2 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
მუხლი 2. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
.“ |
ბ.ბ)
მე-7- მე-8 - მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 7,351.8 ათ. ლარის ოდენობით :
მუხლი 8. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 4,818.5 ათ. ლარის ოდენობით. მათ შორის: ა) განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 4,818.5 ათ. ლარის ოდენობით.
ბ) განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 110.0 ათ. ლარის ოდენობით:
მუხლი 9. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
.“ |
ბ.გ)
მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები