დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დარღვევისთვის განკუთვნილი საჯარიმო ქვითრის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 140 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/01/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100110000.22.038.016898 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (28/12/2017 - 26/01/2021)
|
პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დარღვევისთვის განკუთვნილი საჯარიმო ქვითრის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
|
„მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დარღვევისთვის განკუთვნილი საჯარიმო ქვითრის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების თანდართული წესი.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.
|
|
პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დარღვევისთვის განკუთვნილი საჯარიმო ქვითრის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ შესადგენი საჯარიმო ქვითრის ფორმის (შემდგომში – ფორმა) გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს. 2. სამინისტრო ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებით დამტკიცებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და ამ წესის საფუძველზე. 3. ამ წესში მოცემული ცნებები გამოიყენება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობით. მუხლი 2. ფორმის დამზადება და სამინისტროს მომარაგება 1. ფორმის დამზადებისა და სამინისტროს მომარაგების ორგანიზებას სამინისტრო ახორციელებს დამოუკიდებლად. 2. ფორმები მზადდება იმ პოლიგრაფიულ საწარმოებში, რომლებიც აკმაყოფილებენ „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებს. 3. სამინისტრო ფორმებს უკვეთავს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პოლიგრაფიულ საწარმოს, ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე. 4. პოლიგრაფიული საწარმოდან ფორმის გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა. მუხლი 3. ფორმის შენახვა 1. ფორმის შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. ფორმები ინახება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან. 3. ფორმები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში, ამასთანავე უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და დაცული დაზიანებისაგან. 4. სამინისტრო ყველა მოსამსახურეს, რომელსაც ევალება ფორმების შენახვა და გაცემა, უქმნის სათანადო პირობებს აღნიშნული ფორმებით შესაბამისი ოპერაციების წარმოებისათვის. მუხლი 4. ფორმის გაცემა, დაბრუნება და გაუქმება 1. ფორმის გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება ფორმების აღრიცხვის ჟურნალში (შემდგომში – ჟურნალი) (დანართი №1). 2. ფორმების გაცემა ხდება ამისათვის უფლებამოსილი პირის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. 3. ფორმების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია ფორმების გაცემა აღრიცხოს აკინძულ, ბეჭედდარტყმულ, დანომრილ და ხელმოწერით დადასტურებულ ჟურნალში. 4. ჟურნალის ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი, ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ხელმოწერითა და ბეჭდით. 5. ჟურნალში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ბურთულიანი კალმით. 6. ჟურნალში არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკა, ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება კორექტორის დახმარებით. აუცილებლობის შემთხვევაში, უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი. ახალი ჩანაწერი კეთდება ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში „შენიშვნა” ჟურნალის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს ჩანაწერს განხორციელებულ შესწორებებთან დაკავშირებით. 7. იმ შემთხვევაში, თუ წარმოებული საქმეების რეგისტრაციისათვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს პირველი ჟურნალის გაგრძელებას. 8. კალენდარული წლის ბოლოს ჟურნალში ყველა საჯარიმო ქვითრის რეგისტრაციის შემდეგ პასუხისმგებელი პირი აკეთებს ჩანაწერს რეგისტრირებული საქმეების საერთო რაოდენობის შესახებ. 9. ჟურნალი ინახება მისი წარმოებისათვის პასუხისმგებელ პირთან, რომელიც შემდგომში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადაეცემა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის არქივის სამმართველოს. 10. ჟურნალის შენახვის პირობები უნდა უზრუნველყოფდეს მის დაცულობას. 11. ჟურნალი წარმოადგენს შიდა გამოყენების დოკუმენტს და იგი (ან მასში არსებული მონაცემები) არ შეიძლება გაიცეს მესამე პირებზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მუხლი 5. ფორმის შევსება 1. თითოეული ფორმის შევსება ხორციელდება შესაბამისი ნორმატიული აქტის საფუძველზე. 2. შევსებული ფორმების შესახებ ინფორმაცია სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის სამმართველოს ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების უფლებამოსილ პირს შეაქვს სპეციალურ რეესტრში. მუხლი 6. გამოსაყენებლად უვარგისი და გამოყენებული ფორმის ჩამოწერა და უტილიზაცია 1. საჯარიმო ქვითრები გამოსაყენებლად უვარგისად ჩაითვლება: ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომების გამო; ბ) საჯარიმო ქვითრის ფიზიკური დაზიანების გამო. 2. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების ჩამოწერა ხდება შესაბამისი კომისიის სხდომის სათანადოდ შედგენილი ოქმისა და ფორმების ჩამოწერის თანდართული აქტის მიხედვით. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების ექსკლუზიური ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის ჩამოწერის აქტში (დანართი №2). 3. გამოყენებული ფორმების ჩამოწერა ხორციელდება სამწლიანი შენახვის ვადის გასვლის გამო. 4. გამოსაყენებლად უვარგისი ფორმების უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები