„პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ან მის გარეთ ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასაქმების, ანაზღაურებისა და შესაბამის სამუშაოთა ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 4 ივლისის №85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 141
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 25/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016899
141
25/12/2017
ვებგვერდი, 27/12/2017
100110000.22.038.016899
„პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ან მის გარეთ ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასაქმების, ანაზღაურებისა და შესაბამის სამუშაოთა ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 4 ივლისის №85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
 
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №141

2017 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

„პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ან მის გარეთ ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასაქმების, ანაზღაურებისა და შესაბამის სამუშაოთა ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 4 ივლისის №85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ან მის გარეთ ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასაქმების, ანაზღაურებისა და შესაბამის სამუშაოთა ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 4 ივლისის №85 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 06/07/2016, 100110000.22.038.016679) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 მუხლი:

მუხლი 12

1. სამინისტროს მიერ ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში, კონტრაქტორი ვალდებულია უზრუნველყოს დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასაქმება, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს სამინისტროსა და კონტრაქტორს შორის დადებულ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში.

2. კონტრაქტორის მიერ ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან გასაფორმებელი შრომითი ხელშეკრულების პროექტი უნდა შეთანხმდეს სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტთან.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი